კარანტინი "შახტარში" - ხოჭოლავა ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავას გუნდ დონეცკის "შახტარში" ფეხბურთელთა უმრავლესობა თვითიზოლაციაში იმყოფება.

გამონაკლისი ხოჭოლავა და ისრაელის ნაკრების ნახევარმცველი სოლომონია, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ეროვნულ გუნდში გაემგზავრნენ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტირებამ ხოჭოლავას ნიმუშზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. კოვიდი "შახტარის" მხოლოდ 2 ფეხბურთელს დაუდგინდა, თუმცა უკრაინის ნაკრებს საფრანგეთის წინააღმდეგ სათამაშოდ გუნდის არცერთი ფეხბურთელი არ გაჰყოლია.

მომზადებულია tribuna.ua-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული