უნგრეთში დაბრუნებულმა ბერიძემ ისევ გაიტანა

AutoSharing Option
ბელგიიდან უნგრეთის "უიპეშტში" დაბრუნებულმა 23 წლის ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ პირველ ორ მატჩში გამოიჩინა თავი.

ის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ფეჰერვართან" გასვლაზე წაგებული მატჩის (1:5) 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+2-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანა. შემდეგ კი სტუმრად თასის პირველი ეტაპის შეხვედრაში მესამე ლიგის "ივანჩასთან" (4:0) დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 1/32-ფინალში გასვლაში დაეხმარა.

"უიპეშტი" ჩემპიონატზე 7 ქულით მე-9 ადგილზეა და 17 ოქტომბერს "მეზოკოვეშდს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ გიორგი, იმუშავე საკუთარ თავზე მეტი და დაამტკიცე, რომ არავისზე ნაკლები არა ხარ.
emigranti
18:35 08-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული