საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევ გიორგი ჩაკვეტაძეს სამწუხაროდ, კვლავ ტრავმა აწუხებს, ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემ განუცხადა.
როგორც იცით, ჩვენებურმა 4 სექტემბერს ბელგიური გუნდის რიგებში ითამაშა და იყო მოლოდინი იმისა, რომ ბელარუსთან დაპირისპირებაში ის ეროვნულ ნაკრებსაც დაეხმარებოდა, თუმცა მატჩამდე ერთი დღით ადრე ვლადიმერ ვაისმა თქვა, რომ გიორგის თამაში შეუძლებელი იყო.
ჩვენ გახოკიძეს დავუკავშირდით და დავინტერესდით, რატომ გამოჩნდა ჩაკვეტაძე "გენტის" რიგებში, თუ მას ტრავმა აწუხებდა.
"გიორგი "გენტში" შეცვლაზე შევიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ფეხმა
ისევ შეაწუხა... საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის 100%-ით არ იყო მზად და ვაისმაც აღარ გარისკა.
ყველა ხედავს, რომ ჩაკვეტაძე ნაკრებს ძალიან სჭირდება. ახლა გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა ხნის გამოტოვება მოუწევს მას. ის ბელგიაში ჩავა, ექიმებს გაესინჯება და პასუხიც შემდეგ გვეცოდინება", - ამბობს გახოკიძე.