როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევ გიორგი ჩაკვეტაძეს სამწუხაროდ, კვლავ ტრავმა აწუხებს, ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემ განუცხადა.

როგორც იცით, ჩვენებურმა 4 სექტემბერს ბელგიური გუნდის რიგებში ითამაშა და იყო მოლოდინი იმისა, რომ ბელარუსთან დაპირისპირებაში ის ეროვნულ ნაკრებსაც დაეხმარებოდა, თუმცა მატჩამდე ერთი დღით ადრე ვლადიმერ ვაისმა თქვა, რომ გიორგის თამაში შეუძლებელი იყო.

ჩვენ გახოკიძეს დავუკავშირდით და დავინტერესდით, რატომ გამოჩნდა ჩაკვეტაძე "გენტის" რიგებში, თუ მას ტრავმა აწუხებდა.

"გიორგი "გენტში" შეცვლაზე შევიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ფეხმა
ისევ შეაწუხა... საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის 100%-ით არ იყო მზად და ვაისმაც აღარ გარისკა.

ყველა ხედავს, რომ ჩაკვეტაძე ნაკრებს ძალიან სჭირდება. ახლა გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა ხნის გამოტოვება მოუწევს მას. ის ბელგიაში ჩავა, ექიმებს გაესინჯება და პასუხიც შემდეგ გვეცოდინება", - ამბობს გახოკიძე.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარსები!!
beqa
10 ოქტომბერი 2020 13:01
3
ასეც ვფიქრობდი. სეეძლო ჩაკვეს თამაში და ამ პიტალომ არ დააყენა.
ეხლა კვირპოსის და სან ხოსეს ლეგენდებს ხო არ დასვამდა სკამზე
las
10 ოქტომბერი 2020 08:47
9
გული მაქვს გახეთქვაზე ამ ფხბურთელზე ჩვენ ბედი ხო არტაფერში გვაქვს ესეთი უნჩიერესი ფეხბურთლი ტრამვის დედა ვატრე ჩჰვენი ბედის მართლა გაბრაზებული ვარ ვაფშე რა ეხლა მაგარ გუდში იქნებოდა რო არა ტრამვა დათარსულები ვართ რა
ირაკლი
17 ოქტომბერი 2020 20:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული