"იყო საბერძნეთის მე-2 ლიგისა და ცეცაძის გუნდის ვარიანტი..." - რატომ არ ჩანს არაბიძე "ნასიონალის" რიგებში და რას აპირებს ფეხბურთელი

AutoSharing Option
22 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, დიდი ალბათობით, "ნასიონალს" დატოვებს. ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის დედამ, ლელა ბრეგვაძემ განუცხადა.

როგორც იცით, პორტუგალიის ჩემპიონატში უკვე 3 ტური ჩატარდა და ჩვენებური გუნდის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

"ჩვენც გვაინტერესებს, რატომ არ ეძლევა გიოს შანსი და ვერ გავიგეთ... მწვრთნელი ეუბნება, რომ ოპერაციის შემდეგ დრო გჭირდებაო, მაგრამ გიორგი უკვე 4 თვეა სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ამ ევროპელებს ვერაფერი გავუგეთ... გია ცეცაძის გუნდში გადასვლის ვარიანტი იყო, მაგრამ "ნასიონალი" "ლვოვს" ვერ შეუთანხმდა...

თვითონ "ნასიონალმა" გიორგის შესთავაზა საბერძნეთის მე-2 ლიგის გუნდში
იჯარით წასვლა, მაგრამ მან უარი განაცხადა.

ჯერ კიდევ არის დრო... სხვადასხვა ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ვარიანტებიც არის, რასაც ჯერ ვერ დავასახელებ", - გვითხრა ლელა ბრეგვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ყველა მწვრთნელი მტყუანი ვერ იქნება, გონებას მოუხმე, მეტი დასაკარგი დრო აღარ დარჩა, 23-ე წელში ხარ უკვე და ვერცერთ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდე!
არ შეიძლება ასეთი ტალანტის გაფლანგვა!
Irakli
14 ოქტომბერი 2020 15:23
0
ვახ გიო, გიო!!! ძალიან მინდა, რომ ნორმალურ გუნდში გადახვიდე და კარგი ფეხბურთი ითამაშო!!! რომ არ შეგეძლოს ამას არ დავწერდი!!! კარგი ადამიანი ხარ , მახსოვს ტრუსკოვეცში, სასტუმროში მამას როგორ თბილად ელაპარაკებოდი ტელეფონით !!! წარმატებებს გისურვებ!!!
დათო
14 ოქტომბერი 2020 15:55
1
...წესით ახლა სკოპიეში უნდა იყო!!! თავი არ დაზოგო და ყველაფერი კარგად იქნება!!! უფალმა ნიჭით დაგაჯილდოვა და გაუფრთხილდი ამ წყალობას!!!
დათო
14 ოქტომბერი 2020 18:04
0
..... ელაარაკებდი ტელეფონით და მეორე დღეს მთელი ,, მალმე'' ათრიე სტადიონზე!!! ,,შახტარის'' დირექტორი სულ შენ სახელს ყვიროდა 90 წთ!!!
დათო
14 ოქტომბერი 2020 19:31
0
ადმინ,ინფორმაციებს დედისაგან რომ იღებთ,რომელი ფეხბურთის დიდი სპეციალისტია გიოს დედა?რა გახდა ტელეფონის ნომრის გამორთმევა და გიორგისთან დაკავშირება?მისთვისაც დიდი ფსიქოლოგიური დახმარება შეიძლება გამოვიდეს,რომ საქართველოდან მისით ინტერესდებიან.პირველ რიგში მას,ემოციური თანადგომა სჭირდება და არა გესლიანი შენიშვნები.დედის კომენტარებით გიორგიზე მსჯელობა კი,სასაცილოდაც მოსჩანს.
სოსო
14 ოქტომბერი 2020 19:49
2
არაბიძეც და ცაკვეტაძეც ანორთოსისში ქეცბაიასთან ტან სასწრაფოდ უშვოლოთ ამ ბიჭებს სანამ კიდევ არის დრო.
სამტრედია
14 ოქტომბერი 2020 21:42
2
ამას მაინც ვერ გავიგე რა უშლის ხელს სადმე საშუალო დონის ჩემპიონატის საშუალო გუნდში მაინც რომ დამკვიდრდეს. ნიჭი თითქოს აქვს. მე მგონია რომ ან ვარჯიში ეზარება, ან ხასიათი არ უვარგა და ან ორივე ერთად, თუმცა ეს ყველაფერი მაინც მკითხაობაა როცა დანამდვილებით არ იცი მიზეზი. ალბათ ვისაც უვარჯიშებია მწვრთნელს ან ვისთანაც უთამაშია ფეხბურთელებთან, იმათ იციან რა არის მიზეზი რომ ვერსად დალაგდა.
ნიჭი აქვს და რა უშლის ხელს
14 ოქტომბერი 2020 16:17
0
ამბიციები
Fsiuuu
14 ოქტომბერი 2020 16:55
1
არაბიძის ჩამოწერა ღალატის ტოლფასია. მარჯვენა ნორმალური შემტევი ვინა გვყავს? შენგელიას არ ეწყინოს, მაგრამ არაბიძეს სულ სხვა შესაძლებლობები აქვს და თან ძალიან ამბიციურია, მუდამ შემართული... გიორგი თავი არ დაზოგო და იშრომე საკუთარ თავზე, ყველაფერი კარგი წინა გაქვს.
emigranti
15 ოქტომბერი 2020 04:44
7
ყველა ვთანხმდებით რომ ჯერ ჯერობით საქართველოს ნაკრებიდან გოლები გააქვს ანორთოსის ფეხბურთელებს ამიტომ მართლაც გულშემატკივრების თხოვნაა ქეცბაიასთან იქნებ ხმა მიწვდინოს არაბიძეს და წაიყვანოს მჯერავს რომ მინიმუმ ნაკრებს გამოადგება ეს ბიჭი ასევე აქ წავიკითხე ცაკვეზეც და ასი პროცენტით ვეთანხმები ამ ბიჭებს ქეცბაია უშველის ოქრის მაგალითი ხელის გულზე გვაქვს. ნუ კვარაცხელია ცალკე თემაა გოლები ხომ მან შექმნა.
ქუთაისი
14 ოქტომბერი 2020 22:03
1
კიდევ ერთი მაგალითი მენტალური პრობლემისა იქნებ ქეცბასთან წასულიყავი კიპრზე დარწმუნებული ვარ შანსს მოგცემდა და შეიძლება ნაკრებსაც გამოადგე .ოქრი რო ქეცბას არ წაეყვანა ეხლა დაკარგული იქნებოდა ნეტა ჩაკვეტაძესაც წაიყვანდეს.
goga
14 ოქტომბერი 2020 21:40
1
ამ ადამიანმა თქვა უკრაინის მოქალაქეობაზე უარი .მისადმი მიდგომები შეიცვალა ამის გამო მათი მხრიდან . სამი წლის უკა თუ მასზე 5 მწვრთნელმა უკრაინაში და მათ შორის ერთმა ხორვატმა ნაკრების წევრამა შახტარის ფეხბურთელმა თქვა რომ შეუძლია ტოპ ფეხბურთელი გახდეს . დამთავრდა ამით . 20 წლამდე ხალხია არ უვარჯიშიად და ქუჩიდან აიყვანეს საქართველოში და 22 წელიც არ არი ტრაგედია თუ თავიდან თუნდაც დაიწყებს .უბრალოდ ამ ადამინას უნდა გვერდში დგომა რომ 2 წელი რაც აქ კონტრაქტით არ დაკარგოს .არ აწვალონ .
35
14 ოქტომბერი 2020 21:06
2
ფაქტი ჯიუტია ნიჭი გაფლანგა ამ ბიჭმა 23 წელი უკვე ჩამოყალიბებული ფეცბურთელი უნდა იყოს ეს კი ვერსად განაცხადში ვერ ხვდება.ყველა შენთან როგორაა დამნაშავე ეს ჩარჩა შახტარის დუბლებში კარგი რომ ყოფილიყო ლუჩესკუ გამოიყენებდა მას მითუმეტეს მისცა რამდენჯერმე შანსი
თემური
14 ოქტომბერი 2020 18:42
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული