ჩაკვეტაძე "სერკლ ბრიუგესთან" არ ითამაშებს - ცნობილი გახდა მისი დაბრუნების თარიღი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა აღშფოთება ვერ დამალა იმის გამო, რომ ტრავმამოურჩენელი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "გენტმა" "ბეერსხოტთან" ათამაშა. ის ეროვნულ გუნდში კი გამოცხადდა, მაგრამ ვარჯიშებშიც არ მიუღია მონაწილეობა და ბელგიაში დაბრუნდა.

17 ოქტომბერს "გენტი" ჩემპიონატის მე-9 ტურში გასვლაზე "სერკლ ბრიუგეს" დაუპირისპირდება და კლუბმა ჩაკვეტაძე განაცხადში არ შეიყვანა. სავარაუდოდ, ის ერთ კვირაში დაიწყებს ვარჯიშს და იმედია, 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისათვის მზად იქნება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გელოდებით გიოო!!! მალე გამოჯანმრთელება. ძალიან გვჭირდები ნოემბერში
Lasha_r9
16 ოქტომბერი 2020 23:10
1
იმისთვის რომ ტრავმა ბოლომდე მორჩეს, უნდა შეწყდეს ამაზე ამდენი საუბარი,ტრავმა სპოტსმენების თანმდევი რამ არის და მისგან არავინაა დაზღვეული. დააკვირდით ნეიმარს,მბაპეს,აზარს ან კიდევ ბევრ სხვას, რამდენი ტრავმა გადაიტანეს თითოეულმა მათგანმა.ერთი კია, კუნთებს ჭირდება გამაგრება, როგორც ამას აკეთებს დიდი სპორტსმენი რონალდო, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სისწრაფის დაკარგვის ხარჯზე და ნუ გვისკდება მუდმივად გული და ნუ ვუხეთქავთ სხვებსაც, ბოლო კეთილია, მთავრია ეს გვწამდეს.აუცილებლად მოვა ჩვენს ქუჩაზე გაზაფხული!მით უმეტეს ამის ყველა ნიშნებია!
gia jashi
16 ოქტომბერი 2020 22:00
2
მართალი ხარ თუმცა ეს არ არის ის ტრავმა რაც სხვებმა გადაიტანეს,ჯვარედინის შემდეგ ზოგიერთები ასრულებენ კიდეც პროფესიონალურ კარიერას.იმედია გიო დადგება ისევ ფეხზე და ძველებურად ითამაშებს თავის თამაშს,რადგან ჩაკვეტაძეა ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი,ვინც გულშემატკივარი დაუბრუნა სტადიონს.
საქართველო
16 ოქტომბერი 2020 23:27
0
რაღა ბოლო კეთილია, კაცმა 19-20 წლის ასაკი გამაზა ტრამვის გამო, გარდამტეხი მომენტი, როცა გზა ეხსნებოდა ევროპისკენ :/ თუმცა ღმერთით ჯერ ყველაფერი წინაა, ბეილიც ეგრე დაბრუნდა 2 წლიანი შესვენების მერე და მსოფლიო დონეც დადო
ეჰჰ
16 ოქტომბერი 2020 23:13
0
ვერ გავიგე აბა რა სიგიჟე იყო მისი დაყენება ბეერსხოტთან? ვაისი თუ გადაირი დანახვაზე იქ დაბრმავდნენ?
გიო ჯამთელობას გისურვებთ და გვეიმედები. გელოდებით 12-შიუნდა იფრინო.
G.LA
17 ოქტომბერი 2020 03:03
1
არ არის ფორმაში ერთ თვეში ვერ ჩადგება იმ ფორმაში რა ფორმაშჳც ჩვენ გვახსოვს თუნდაც ახალგაზრდული ნაკრების თამაშებიდან და იგივე ერთალიგის ჯგუფიდან შეუძლებელია იმ კონდიციებს მიაჰწიოს ერთ თვეში მინიმუმ 3 თვე რეგულარული თამაში და ვარჯიში მაინცაა საჭირო რომ ჩაკვეს ნაირმა ტრავმებისკენ მიდრეკილმა ფეხბურთელმა 100% აღიდგინოს ფორმა ყველა მესი და რონალდო არაა რომ 2 კვირაში მზად იყოს სათამაშოდ ის სხვა განზომილებაა.
ჩემი აზრით ამ ფინალზე ჩაკვეს მე ძირითად შემადგენლობაში ვერ ვხედავ თუ საწაული მოხდება და ამ არასრულ ერთ თვეში აღიდგენს ფორმას და ძველებურად იფრენს ამ შემთხვევაში რათქმაუნდა უნდა დადგეს მაგრამ ისტორულ მატჩზე მხოლოდ მათ უნდა ითამაშონ ძირთადში ვინც 100% იქნება მზად აი ამ თამაშზე გვჭირდებოდა ანანიძე მისი პასები მოედნის ხედვაა ძალიან დაეხმარებოდა ნაკრებს მაგრამ სადღაა ჯანოოო სამწუხაროდ.
ზურა
17 ოქტომბერი 2020 11:52
3
პირადა ჩემთვის მთავარია, მაკედონიასთან თამაშისთვის იყოს მზად. თუნდაც 1 ტაიმი, რომ ითამაშოს, მაინც კარგია ჩვენთვის. მძიმე მატჩი გველის. მაქსიმალური ყურადღებით, სიფრთხილით, მობილიზაციით და მონდომებით, იმედია სასურველი შედეგი დადგება...
tngh
17 ოქტომბერი 2020 15:55
0
ტავმა ცუდია და ბევრ ფეხბურთელს უშლის ხელს წარმატებაში მაგრამ ტრამვებთან ერთად არის სხვა მიზეზებიც რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია არ მინდა ვინმემს საწყენათ მიიღოს ამ ბიჭის მიმართ არაფერი ნეგატიური არ მაქვს პირიქით წარმატებებს ვუსურვებ კარიერაში თუმცა ჩემი დაკვირვებით ჩაკვეტაძე ვერ განვითარდა და ვერ გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი იმ დონეზეც აღარ არის რა დონეზეც იყო როცა თამაშობდა და ახალგაზრდულ ნაკრებში.
მისი ბოლო თამაშებში, რომ ვნახე მეგონა სხვა ფეხბურთელს ვუყურებდი და არა ჩაკვეს, განსხვავებით კვარაცხელიასგან, რომელმაც უზარმაზარი პროგრესი განიცადა.
გიორგის აქვს პოტენციალი, მაგრამ გენტში ის ვერ გაიზდება ვერ განვითარდება სადაც ბოლო 3 წელი ვერ შეძლო ეს მომვალში რა უნდა შეიცვალოს? თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება იყო გენტში გადასვლა თავისუფლად შეეძლო მაგალითად ჰოლანდის ჩემპიონატში წასლვა სადაც ლამაზი ლაღი ფეხბურთის მოთამაშე გუნდები არიან ან თუნდაც მეორე ბუნდესლიგის გუნდში ან ჩემპიონშიპის გუნდში თუმცა გიორგი კვლავ გაგრძელა გენტთან კონტრაქტი და კიდევ 3 წელი უნდა იყოს ამ გუნდშჳ რაც ასევე არასწორი მგონია მარა თავისი საქმის თვითონ იცის მე მაინც წარმატებებს ვუსურვებ კარიერაში.
გიო
17 ოქტომბერი 2020 11:41
1
სულიერად ძლიერი და ჩამოყალბებული ტიპია. ზოგიერთებივით კი არ ცანცარებს.
kaxi
17 ოქტომბერი 2020 09:21
0
ჩაკვე შეუცვლელია, ყველაზე კლასნი და შემოქმედი მოთამაშე ჩვენს ნაკრებში.
შუახაზი უნდა დაკომპლექტდეს - ჩაკვე, კვარაცხელია, კანკავა, აბურჯანია, შენგელია.
სუპერ შემტევი შუახაზი. გადაჯეგავენ ყველას. მაგრამ ეს ვაისა რამე სისულელეს გააკეთებს.
las
17 ოქტომბერი 2020 08:57
3
ეს ორი ფეხბურთელი რომ შეადარო ჩაკვე და ხვიჩა დაახლოებით ისეთია სპილო და ჭიანჭველა რომ შეადარო წონაში. ხვიჩას თამაში ვნახეთ ყველამ და გიორგის ჯერ არ გვინახავს. ერთი ის ვიცით რომ ყაზახეთს გაუტანა და ანდორასთან კარგად ითამაშა. დიდი ალბათობით უკეთესს თამაშს ვეღარ ვნახავთ. ტრავმის გამო ჯვარედინი მყესესების გაწყვეტა უნდა იცოდე რა არის, რომ ილაპარაკო მის ფორმაზე
დავით
17 ოქტომბერი 2020 16:25
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული