საქართველოს ნაკრებში უნდა ჩამოვიყვანოთ - მიქაუტაძემ კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის პირველ ლიგაში  მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.   

ამჯერად მისმა "სერენმა" სტუმრად "მოლენბეკი" 4:3 დაამარცხა, რაშიც ლომის წილი გიორგიმ შეიტანა, რომელმაც პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანა.

ჯამში გიორგის 14 გოლი დაუგროვდა, ბოლო 3 თამაშში კი - 8 და ლიგის ერთპიროვნული ბომბარდირია.

ალბათ, ფრანგული "მეცი" მას აუცილებლად დაიბრუნებს, რომელსაც იჯარის წესით ჰყავს გაშვებული. 

ამ გამარჯვებით "სერენი" 15 ქულით ლიდერი და ელიტარულ დივიზიონში გადასვლის კანდიდატია.

ასეთ სტილის ფორვარდი ნამდვილად დაამშვენებდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!

alt

მიქაუტაძესთან კომუნიკაცია იაშვილს აქვს - განაცხადა კობიაშვილმა

altმიქაუტაძეს ვერ აჩერებენ - ქართველმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 53 /
ვენაცვალე ყველა იმ ფეხბურთელს ვინც საქართველოს ნაკრებშია, და კიდევ ვინც ცდილობს რომ ნაკრებში მოხვდეს, თუ მიქაუტაძე ქართველად გაზრდილია და სისხლი უყივის.... ხვეწნა არ დაჭირდება. თუმცა მაინც მსიამოვნებს ყველა ქართველის წარმატება.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
19 ოქტომბერი 2020 01:28
0
ამხ. კობიაშვილის დავალებით (აბა თვითონ ასეთ უბრალო საქმისთვის სადა სცალია!),
დიდმა კომუნიკატორმა, ამხ. იაშკამ, მიქაუტაძის მშობლებთან კი დარეკა, მაგრამ ოჯახმა ვერ გაარკვია ვინ რეკავდა და რა უნდოდა. საბედნიეროდ საუბარი ჩაუწერიათ და სპეციალისტების დახმარებით ცდილობენ იაშკას ნათქვამის გაშიფრვას. თუ გაარკვიეს, რომ საუბარი საქართველოს ნაკრებში თამაშს ეხება, ყოველგვარი ფიქრის გარეშე დათანხმდებიან.ასე, რომ იმედი და პოლიგლოტი ქართველები არ მოგვიშალოს მაღალმა ღმერთმა!
დ.დ.
18 ოქტომბერი 2020 22:16
16
ორივე რა ჭკვიანური ბურთი შეაგდო, ბავო
დათო
19 ოქტომბერი 2020 15:30
0
რასაკვირველია ბელგიის მეორე ლიგა არ არის ის ჩემპიონატი, რომელიც ძალიან წინ მიმავალი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, მაგრამ ჯერ ერთი 7 თამაშში 14 გოლი მაინც ძალიან ბევრია და გარდა ამისა, გოლებს თუ დავაკვირდებით, ძირითადად ძალიან მაღალი დონის შესრულება აქვს, გარდა ამისა კარგი სისწრაფე და გოლის ალღო, ანუ ყველაფერი ის, რაც უნდა ჰქონდეს მაღალი კლასის ცენტრალურ თავდამსმხელს და რაც ასე აკლია ჩვენი ბაკრების თავდასხმას. ანუ ის, რომ ასეთი ფეხბურთელი გვჭირდება, კითხვის გარეშეა და ახლა იმედია თვითონ მოისურვებს ჩვენს ნაკრებში თამაშს.
დავითი
19 ოქტომბერი 2020 13:09
0
ორმაგი მოქალაქეობის განსაკუთრებული წესით მინიჭების პრინციპი გაუგებარია ისეთ პატარა ერსთვის როგორიც ჩვენ ვართ. ყველა ეთნიკურ ქართველს, სურვილის შემთხვევაში ყოველგვარი პროცედურის გავლის გარეშე უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. იმ ხალხს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ჩვენმა ოცდაათწლიანმა ბედოვლათურმა ყოფამ აიძულა და ასეთი არჩევანის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად დაკარგვა იდიოტიზმია.
goga
19 ოქტომბერი 2020 12:14
0
მოიწვიეთ ნაკრებში, აბა ფედერაცია რაში ბგვჭირდება მაშინ საერთოდ
ალეკო
19 ოქტომბერი 2020 12:44
3
ყველამ ჩვენ ჩვენ ნაკლს მივხედოთ ჯობია, ეგენი სომხეთის ნაკრებში სიხარულით იმიტომ მორბოდნენ რომ ძალიან სუსტი ფეხბურთელები არიან და არანაირი შანსი არ აქვთ სხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშის, ისე კი გეთანხმები რაღაც-რაღაცეებში. / ეს ბავშვი კიდე ძალიან მაგარია, მაგრამ თუ სულიერად არ არის ამაღლებული, თუ გამზრდელმა არ ჩაუნერგა საქართველოს სიყვარული, ამ ბავშვს საიდან მოელანდება. ისე კი რა საფრანგეთი, მანდ შეიძლება ჩააატარო 5-10 თამაში, ისიც თუ დაგიძახეს, და ისე შეგელევიან როგორც არაფერი, ნებისმიერ შემთხვევაში გადაგაგდებენ, ბენზემას არ ეძახიან ნაკრებში და არაფრანგ წარმომავლობის ადამიანს ნაკლები შანსი ექნება, ნაკრები არის ნაკრები , უნდა ჩამოხვიდე და ითამაშო თუ კაცი ხარ, თუ არადა ღმერთმა გაგიმარჯოს შენ გზაზე, მაგრამ ვინც საქართველო დაიკიდა, ვერცერთი ის ფეხბურთელი ვერ ვნახე სხვა ნაკრებში,. /ღამურა თარგმნეთ რა ვინმემ, მაგარი რამეა!!
Vasili
19 ოქტომბერი 2020 12:30
0
ჩვენი ფატასტიკური ნახევარმცველების წინ ესეთი შედეგინი ფორვარდი ძალიან დახატავდა საქართველოს ნაკრებს. აბა ჩვენ "სტოლბებს" თუ არ გაარტყი შემთხევით ბურთი მკერდში ან თავში ისე ვერ გააქვთ გოლი, თუნდაც ერთიერზე იყვნენ...
ლევანი
19 ოქტომბერი 2020 10:42
1
ბა ვონცეს ჰაიკას კირაკოს ელი!
იაშვილი დაუკავშირდა და უთხრა, არ მოგიწევს ახალგაზრდული, პირდაპირ ნაკრებში მოხვდებაო““
ეს არის გარანტია იმისა, რომ ნაკრებში და ფეხბურთის პედერაციაში ყველაფერი რიგზე ვერ არის... რა გარანტიაზეა საუბარი? რის ძირითადი? გამოდის, რომ ეგრე შეუძლიათ ნებისმიერი მოთამაშე გაუშვან მთავარ ნაკრებში და პირიქით? ანუ ნაკრების საკითხებს წყვეტავს ერთი სასტავი, ან პედერაცია??? ტრენერს არაფერი ესაქმება და იმიტომაც გვაქვს აწყობილად საქმე ელი...
ვახ! საწყალო ქვეყანავ, ჩინოვნიკებმა რა გიყვეს... ვაი ვაი ვაი
არა ვაააი ვაი... ვაისისა რა ისმის... ვაიისსს რაი? თავზე ნაცარი და ქვაი...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
18 ოქტომბერი 2020 22:10
17
დროა სწრაფი და მოაზროვნე ფორვარდი ეღირსოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს!
მენტალური მომზადების ცენტრი
19 ოქტომბერი 2020 14:53
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული