დვალს დღეს "კამპ ნოუზე" მესისთან ბრძოლა მოუწევს

AutoSharing Option
ერთმანეთის მიყოლებით სამი ტრავმა მიიღო "ფერენცვაროშის" ცენტრალურმა მცველმა ლაშა დვალმა, მაგრამ არ გატყდა, არ დანებდა, მწყობრში ჩადგა და საქართველოს ნაკრებში მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, განაპირა მცველად ათამაშა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

"ფერენცვაროშში" დაბრუნებულს მწვრთნელმა სერგეი რებროვმა დასვენების საშუალება მისცა და უნგრეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "ქიშვარდასთან" განაცხადში არ შეიყვანა. დღეს კი ჩვენებური, სავარაუდოდ, "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში სასტარტოში იქნება.

რებროვმა შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ამაყობს თავისი გუნდით, ვარსკვლავები არ ჰყავს, მაგრამ ყველა თავდაუზოგავად შრომობს, დიდ ტურნირზე ასპარეზობა დაიმსახურეს;
ცოტა არ იყოს, ნერვიულობენ, რამეთუ ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არა აქვთ და მთავარი წარმატებული სტარტის აღებაა.

"ბარსელონასა" და "ფერენცვაროშის" შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ლაშას და კარგი სტატისტიკა დაგედოს მესისთან ორთაბრძოლებში
David
14:31 20-10-2020
1
ქიშვარდა :) მეზობელი მყავდა, გამეღიმა უნებურად
კრაზანა
12:34 20-10-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული