ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...

AutoSharing Option
საქართველო 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ბელგიაში მოთამაშე გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდა, რომ მან საქართველოს ნაკრებში ითამაშოს!.. მე პირადად მასთან მოლაპარაკება არ მქონია, მაგრამ ვიცი, რომ ელაპარაკნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვასილ მაისურაძეც დაინტერესებულია ძალიან...

როგორც ვიცი, ამჟამად პრობლემა ის არის, რომ მიქაუტაძეს არ აქვს ქართული პასპორტი. იმედი გვაქვს ყველას, რომ ეს პრობლემა მოგვარდება და ახალგაზრდულ ნაკრებს სლოვაკეთთან რომ დარჩა თამაში, იმ შეხვედრაში
გიორგი მიქაუტაძეც მიიღებს მონაწილეობას. მუშაობა ამაზე მიდის..." - განაცხადა "ხიზანამ".

ინტერვიუს სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ LELO.ge-ს

მკითხველის კომენტარები / 18 /
რა გახდა ერთი პასპორტი მიქაუტაძესთვის,იმდენ ირანელს და თურქს მისცეს მოქალაქეობა
ალეკო
21 ოქტომბერი 2020 17:43
3
თუ არის რაიმე საშუალება,აუცილებლად უნდა ჩამოვიყვანოთ.ჯერ ერთი რომ მისი მოყვანით, ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა რამდენიმე წლით მოგვარდება და მეორეც,ის ქართველია.საქართველოს კი,დასაკარგავი შვილები არა ჰყავს.ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით.
სოსო
21 ოქტომბერი 2020 18:14
3
ეროვნულში პირდაპირ
912
21 ოქტომბერი 2020 18:30
7
რა ახალგაზრდული, ეროვნულ ნაკრებშიც კი უკონკურენტოა უკვე ცენტრის პოზიციაზე ხოარ ღადაობთ
იაშკა
21 ოქტომბერი 2020 17:55
6
საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი!!
კრაზანა
21 ოქტომბერი 2020 20:01
1
არა ძმაო, მაგარია.. რასაც ვუყურებ ძალიან სწრაფი და გონიერია ამავდროულად. რის ბელანოვი, ზავაროვი და რებროვი. ასეთი ცენტფორვარდი ქართველებს დიიდი ხანია არ გვყოლია.
ozeki
21 ოქტომბერი 2020 20:49
4
რისი ახალგაზრდული ხალხო?! ეროვნულში ვინაა მასზე უკეთესი ამჟამად? მიქაუტაძე თუ გვეყოლა, იმდენ მომენტებს ვანიავებთ, რომ სამ გოლს გაიტანდა მინიმუმ იმ თამაშებში, თვითონა ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფორვარდისთვის. ის უნიკუმია, სასწრაფოდ ეროვნულში მიქაუტაძე!!!
???????????
21 ოქტომბერი 2020 22:52
8
ეს ბიჭი ნაკრების მაისურით მანახა წელს და ხმას არ ვიღებ არც კობიაშვილზე არც ფედერაციაზე და არც ქოცებზე. ვიტყვი რომ პროფები არიან!
ზაზა
21 ოქტომბერი 2020 22:42
4
ისეც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობა!!! იმიტომ რომ ქართველია! სირცხვილი არაა? ვიღაც გაურკვეველი წარმოშობის ადამიანებს ქონდეს პასპორტი და ნამდვილ ქართული ჯიშის ადამიანი მოქალაქის გარეშე იყოოს? შეხედეთ სხვა ქვეყნებს რა პოლიტიკა აქვთ, და ჩვენ კიდე ჩვენსას ვკარგავთ, ბევრია ქართველი მსოფლიოში ისეთი საქართველოს მოქალაქეობა რო ჩამოერთვა და ამით გაურთულდა მდგომარეობა, ეს უნდა წყდებოდეს სახელმწიფო დონეზე, ყველა ქართული წარმოდობის ადამიანს უნდა ეძლეოდეს მოქალაქეობა,/ რაც შეეხება ნაკრებს, გულის ფანცქალით ელოდება ხალხი რას გადაწყვიტავს საბოლოოდ ეს ბიჭი , ისტორიულ სამშობლოს , სადაც თავის წინაპრების ძვლები მარხია, მათ ხსოვნის და მთელი ქვეყნის გასახარად თავის ქვეყანას აირჩევს, თუ მაინც ამ გადაბერილ საფრანგეთს ნაკრებში დაძახებას დაელოდება, სადაც ათასი რჯულია იქ , ფრანგის გარდა მემგონი უკვე!!! ( და იქ ან დაუძახებენ და ან არა)
Vasili
22 ოქტომბერი 2020 02:12
2
თქვე ჩემისებო არაბებს და ინდოელებს აძლევთ უპრობლემოდ პასპორტებს და ამ ბიჭზე რა გახდა?????
oxxxx
23 ოქტომბერი 2020 09:35
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული