გია ცეცაძემ "ლვოვის" მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-7 ტურში "დნიპრო 1"-თან 1:3 დამარცხების შემდეგ "ლვოვის" მწვრთნელი გია ცეცაძე გადადგა.

"ძალიან ცუდად ვითამაშეთ, არაფერი არ გამოგვივიდა. გადავდექი, დღევანდელი დღიდან "ლვოვში" აღარ ვიმუშავებ. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, მე მივდივარ", - ციტირებს ცეცაძეს ua-football-ი.

შეგახსენებთ, ის "ლვოვს" სათავეში ამა წლის ივნისში ჩაუდგა.

"ლვოვი" 1 ქულით უკანასკნელ ადგილზეა - გუნდის ბურთების შეფარდება -17-ია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ქართული ფეხბურთის გენიოსი, ოქროს ასოებით ჩასაწერი, მსოფლიო ფეხბურთის განვითარებისთვის!!!
რამო
27 ოქტომბერი 2020 13:47
1
მანდ რა მოხდა რეალურად კაცმა არ იცის, და აქ კიდე ჩვენ არავინ გვეტყვის სიმართლეს./ ისე კი ეს გამოცდილება სადამდე უნდა აგროვოთ? აგროვებენ , აგროვებენ და ბოლოს აღმოჩნდება რო თურმე დაბერდნენ ამ გამოცდილების მიღებაში და გადიან პენსიაზე, გამოცდილებასთან ერთად! / თუ მარტო წაგება იყო მიზეზი , სად მორბიხარ შე კაი კაცო, დარჩი ერთი სეზონი მაინც, თუ გავარდებოდა ეგ გუნდი , მარტო შენი ბრალი ხომ არ იქნებოდა? უკრაინის პირველი ლიგა საქართველოს ჩემპიონატს დარწმუნებული ვარ არათუ ჩამოუვარდება არამედ აღემატებოდეს შეიძლება კიდეც. ხოდა აი ეგ იქნებოდა გამოცდილება, ასე ტურისტად ყოფნა აბა რას გარგებს? არც არაფერს, ჩავიდა ნახა, დამარცხდა, წამოვიდა! / ( ჩვენ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ერთი და იგივე ხასიეთი აქვთ, არასტაბილურობა და უხასიეთობა)
Vasili
25 ოქტომბერი 2020 16:37
0
მისული არ იყო წინა მწვრთნელზე ზემოდან ყურება დაიწყო(და ასე მალე დაამთავრა)
L.J.
25 ოქტომბერი 2020 12:39
1
საერთოდ არ მიკვირს
domenti
25 ოქტომბერი 2020 12:13
1
იქ სხვა მენტალიტეტია და აქ სხვა.ეტყობა შეატყო,რომ არაფერი გამოდიოდა და გამოერიდა.საწყენია,მაგრამ ესეც გამოცდილებაა და მომავალში აუცილებლად გამოადგება.მეორე მხრივ,ცეცაძის რანგის სპეციალისტი,ბევრი არა გვყავს და აქაც ძალიან გვჭირდება.
სოსო
25 ოქტომბერი 2020 12:02
7
ცეცაძის კვალიფიკაცია ძაან სათუო მგონია. ელემენტარულად თავის კონტროლი არ შეუძლია. ლვოვში კარგად გამოჩნდა რომ დიდს არაფერს არ წარმოადგენს.
გენა
25 ოქტომბერი 2020 12:21
5
საქართველოში მომუშავე მწვრთნელებიც იმ დონის სპეციალისტები არიან რა დონის ჩემპიონატის გვაქვს, ჭიაბრიშვილის და ერთი ორი კაცის გამოკლებით, რადგან ამ ადამიანებს მართა ესმით თანამედროვე ფეხბურთი დანარჩენები 90% ძალიან ჩამორჩებიან დონით საშუალო რანგის ევროპის ჩემპიონატების მწვრთნელებს კვალიპიკაციაში ( დღეს საქართველოში ყველას შეუძლია მწვრთნელი გახდეს ვისაც საჭირო კონტაქტები აქვს და ეს დაუშვებელია) ამიტომაცაა, რომ ჩვენი 21 წლამდე ნაკრები ვერასდროს ვერაფერს ვერ აღწევს სულ შიდა ჩემპიონატიდან მოსული მწვრთნელები უდგანან სათავეში.
ზურა
25 ოქტომბერი 2020 01:16
1
ეე ცეცო.კარგი მწვრთნელი ხარ,მაგრამ ძალიან სუსტი ნერვები გაქვს და ძალიან ადვილია შენი წყობიდან გამოყვანა.ახალგაზრდული ნაკრები მშვენივრად თამაშობდა შენს ხელში,მაგრამ იმპულსურობის გამო დაკარგე სამსახური.ახლაც,სად გარბიხარ ადამიანო,რის გეშინია,იმუშავე,დიდ გამოცდილებას მიიღებ უკრაინის ლიგაში,მარა არ შეგიძლია საქმის ბოლომდე მიყვანა,ასე ვერ შედგება შენი კარიერა.არადა ნიჭიერი მწვრთნელი ხარ,ძალიან ნიჭიერი.მაგრამ ხასიათი გამოისწორე...
master
25 ოქტომბერი 2020 00:57
8
დატოვა თუ გააგდეს ? ... რაც დაინიშნა - თამაში არ მოუგია. 12 (თუ არ ვცდები) თამაშიდან 3 ფრე ითამაშა, დანარჩენი ყველა წააგო
Homerson
25 ოქტომბერი 2020 00:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული