გია ცეცაძის "ლვოვი" უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურში კიევში 1:3 დამარცხდა "დინამოსთან".
"დინამოს" 23 და 29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები აქვს "გენტთან" ჩასატარებელი და მწვრთნელმა ლუჩესკუმ წამყვანი ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა. მან სასტარტოში წიტაიშვილიც დააყენა, რომელიც უკანასკნელ შეხვედრებში განაცხადში არ იყო.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და ლუჩესკუ იძულებული შეიქნა შესვენების შემდეგ 4 ფეხბურთელი და მათ შორის წიტაიშვილი გამოეცვალა. დედაქალაქელებს გაუჭირდათ, მაგრამ მაინც გაიმარჯვეს.
"ლვოვმა" კი სეზონის სტარტზე მეორე მარცხი განიცადა და აუტსაიდერია.
დინამო - ლვოვი 3:1
გოლები: 1:0 ციგანკოვი (48, პენ),
გაძევება: მიჰოუბი (83, ლვოვი)