უკრაინის ჩემპიონატის მე-7 ტურში "დნიპრო 1"-თან 1:3 დამარცხების შემდეგ "ლვოვის" მწვრთნელი გია ცეცაძე გადადგა.
"ძალიან ცუდად ვითამაშეთ, არაფერი არ გამოგვივიდა. გადავდექი, დღევანდელი დღიდან "ლვოვში" აღარ ვიმუშავებ. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, მე მივდივარ", - ციტირებს ცეცაძეს ua-football-ი.
შეგახსენებთ, ის "ლვოვს" სათავეში ამა წლის ივნისში ჩაუდგა.
"ლვოვი" 1 ქულით უკანასკნელ ადგილზეა - გუნდის ბურთების შეფარდება -17-ია.
შეგახსენებთ, ის "ლვოვს" სათავეში ამა წლის ივნისში ჩაუდგა.
"ლვოვი" 1 ქულით უკანასკნელ ადგილზეა - გუნდის ბურთების შეფარდება -17-ია.