ქვილითაიამ გაიტანა, ოთხივე ქართველმა ითამაშა, "ანორთოსისმა" მიჯრით მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანორთოსისმა" "აპოელი" 2:0 დაამარცხა.

ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია შეუცვლელად ათამაშა.

ანგარიში მე-9 წუთზე ხორვატმა მცველმა ბრანკო ვრგოჩმა გახსნა, ხოლო 67-ე წუთზე მეტოქის კარი ქვილითაიამ დალაშქრა.

larnakasports-ი აღნიშნავს, რომ ლორიამ კარგად ითამაშა, თავისი გუნდი გადაარჩინა და დიდი მეკარეა.

"ანორთოსისმა" ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 16 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "აპოლონს" 3 ქულით ჩამორჩება (მასზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 28 ოქტომბერს სტუმრად "ეთნიკოსს"
დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
საღოლ ქვილით, ასეთი გოლი გვინდა მაკედონიასაც რომ გაუტანო
1
არც გენტის დონის ფეხბურთელია და მითუმეტეს არც ანორთოსისის. მახსოვს აინტრახტი ეპატიჟებოდა და ამან გენტი აირჩია, ვერ გარისკა. ხანდახან უნდა გარისკო, ეგენი თავად მიექანებიაიან უფსკრულისკენ ახლა. დარწმუნებული ვარ ანანებს გენტს ასე მოქცევას
ვუ ჰალი
21:59 25-10-2020
6

სიახლეები პოპულარული