"როტორის" გენერალურმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმ რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივთან" (2:1) სერგეი ივანოვის მსაჯობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი გუნდის ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილის მიმართ უხეშობისთვის მეტოქის მცველები არ დასაჯეს.
"მიუხედავად გამარჯვებისა, ჩვენ ვთვლით, რომ მსაჯთა ბრიგადამ რიგი უხეში შეცდომები დაუშვა, რომელთაც შეიძლებოდა შედეგზე გავლენა მოეხდინა. სამწუხაროდ, ჩემპიონატის დასაწყისიდანვე მსაჯები დიდ გუნდებთან შეხვედრებისას ჩვენს მოწინააღმდეგეთა სასარგებლოდ ძალიან ხშირად ცდებიან. "ზენიტთან" ძიუბაზე საკამათო თამაშგარე იყო, "სპარტაკთან" კი ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა. სამსაჯო კომიტეტმა აღიარა, რომ არბიტრმა შეცდომა დაუშვა.
შაბათსაც "ლოკომოტივთან" მატჩში
ჩვენს კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანთან (ბურთი კვირკველიას ხელზე შეეხო - რედ.) და "ლოკოს" ფეხბურთელთა უხეშ მოქმედებებთან (რომლებიც დაუსჯელნი დატოვეს) დაკავშირებით კითხვები გვაქვს. საუბარია ეპიზოდებზე, როდესაც ზურიკოს "ლოკომოტივის" მცველმა ჟივოგლიადოვმა ჯერ ცხვირი გაუტეხა, შემდეგ კი ის პრაქტიკულად მეკარესთან პირისპირ გადიოდა და მურილიომ უხეშად შეაჩერა", - ციტირებს რეკეჩინსკის Sport24.
შაბათსაც "ლოკომოტივთან" მატჩში