კვიპროსის ჩემპიონატის მერვე ტურში "ანორთოსისმა" გასვლაზე "ეთნიკოსს" 1:0 სძლია. გოლი 69-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელიც 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 5 მატჩში 3 გოლია.
მწვრთნელმა თემურ ქეცბაიმ გასულ შეხვედრასთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. გიორგი ლორია განაცხადში არ იყო, ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თორნიკე ოქრიაშვილი კი 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 89-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
"ანორთოსისმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ლიდერ "აპოლონს" დაეწია (ამ გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 1-ელ ნოემბერს სტუმრად "კარმიოტისას" შეხვდება.