შეცვლაზე შესულმა ქვილითაიამ გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მერვე ტურში "ანორთოსისმა" გასვლაზე "ეთნიკოსს" 1:0 სძლია. გოლი 69-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელიც 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 5 მატჩში 3 გოლია.

მწვრთნელმა თემურ ქეცბაიმ გასულ შეხვედრასთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. გიორგი ლორია განაცხადში არ იყო, ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თორნიკე ოქრიაშვილი კი 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 89-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"ანორთოსისმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ლიდერ "აპოლონს" დაეწია (ამ გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 1-ელ ნოემბერს სტუმრად "კარმიოტისას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
საუკეთესო ბომბატდირის ტიტულით თუ არ დაამთავრა ტურნირი აგერ თქვენ და აგერ მე
ბაჩი
21:39 28-10-2020
2
გენტში რომ ყოფილიყო ისევ სკამზე იჯდებოდა ან განაცხადის მიღმა იქნებოდა
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული