ნინუამ საბერძნეთში კლასი აჩვენა - თავისი საფირმო გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ პაოკ-ში პირველი გოლი გაიტანა.

საბერძნეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში პაოკ-მა ათენში 3:1 დაამარცხა "პანაიტოლიკოსი", გოლი კი 88-ე წუთზე საჯარიმოდან ჩინებული დარტყმით ნინუამ გაიტანა, რომელიც 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. გოლის გატანის შემდეგ მან მაისურა გაიხადა და ყვითელი ბარათი მიიღო.

იმედია, მომავალში მწვრთნელი პაბლო გარსია ნიკას უფრო მეტ სათამაშო დროს და თავის წარმოჩენის საშუალებასაც მისცემს.

პაოკ-მა 6 ჩატარებულ მატჩში 12 ქულა მოაგროვა, მესამე ადგილზე გადავიდა და 8 ნოემბერს სტუმრად "აპოლონს" შეხვდება, იქამდე კი 5 ნოემბერს ევროპა
ლიგის მესამე ტურში პსვ-ს უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 24 /
შენ ვანელი ხარ როგორც ჩანს.ლანჯ მეტალის ერთერთი სახეობაა მეგრულად ხოლო ხუთია ხუთია,ტყა ბული,ტყა ტყეა მეგრულად ხოლო ბული ბალი,ბლის ტყე ესეიგი,ფოთი საერთოდ არასწორი ვარიანტია ამ სიტყვისა, მეგრულად მას ფუთი ქვია რაც ეფუთიდან გამომდინარეობს წმინდა წიგნი მეგრულ ენაზე,ასევე ოფუთე ქვია სოფელს მეგრულ ენაზე და ასეთი სოფელი ფუთი არის იმერეთში.უნიათობას როცა მიადგებით ვიღაცეები სვანურს ნუ უკავშირებთ ყველაფერს,დიადიხა მისი წარსული მაგრამ მარგალურზე დიდი ნამდვილად არა...
სულ2ს
15:04 04-11-2020
3
პაოკი ძლიერი გუნდია, მალე ძირითადში უნდა ჩაჯდეს ამისთვის კი ბევრი ოფლი უნდა ღვაროს,კარგ გუნდშია და შრომა უნდა გააგრძელოს.პაოკში შრომას აუცილებლად დაუფასებენ.
ziko
14:01 03-11-2020
0

სიახლეები პოპულარული