კვიპროსის" ჩემპიონატის მე-10 ტურში "ანორთოსისმა" ლარნაკას აეკ-ი 1:0 დაამარცხა. გოლი მე-8 წუთზე ნახევარმცველმა კოსტაკის არტიმატასმა შორიდან ყუმბარისებრი დარტყმით გაიტანა.
გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ქვილითაია კი სათადარიგო იყო. ოთხივე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამი უახლოესი მატჩისათვის იხმო.
"ანორთოსისი" 23 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა, მეორეადგილოსან "აპოლონს" 3 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 2 ნოემბერს აელ-ს შეხვდება.