კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისმა" აეკ-ს 1:0 სძლია და გალიდერდა, ნამატჩევს კი გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ პირველ ადგილზე არიან, თასის მეოთხედფინალში გავიდნენ, უფრო მეტს შეგირდებს ვერ მოსთხოვდა, თუმცა პირველ ტაიმში კიდევ უნდა გაეტანათ და მოეთავებინათ მეტოქისთვის საქმე.
საღამოს თემური გიორგი ლორიასთან, ბუბა დაუშვილთან, თორნიკე ოქრიაშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად კერძო თვითმფრინავით თბილისში გამოფრინდა. ოთხივე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამი უახლოესი მატჩისათვის გამოიძახა და ქეცბაია ჩვენს ეროვნულ გუნდს უგულშემატკივრებს.
"ჯვაროსნები" შეკრებას დღეს იწყებენ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის
ფინალი კი 12 ნოემბერს გაიმართება.
თემურ ქეცბაია,ნაკრების მწვრთნელი იყო და ჩიოდა,ნაკრებში ფეხბურთელები,მოუმზადებელი მოდიანო.მართალი იყო,მაგრამ ამან,ფეხბურთელებთან,გულშემატკივართან ურთიერთობა დაუძაბა და ისიც წავიდა.წავიდა და სადაც მივიდა,იქიდან გვასწავლის,გვიმტკიცებს,როგორ უნდა იმუშაოს და სანაკრებოდ მოემზადოს,ან მოამზადო ფეხბურთელი.არ ვიცი რა შედეგი ექნება ნაკრებს 12-ში(დიდი იმედი მაქვს,რომ გავიმარჯვებთ),მაგრამ თემურმა გვაჩვენა,რომ შესაძლებელია ღრმა თადარიგში გადატყორცნილი ბიჭების საბრძოლო ფორმაში მოყვანაც კი და ამის შემდეგ,აღარავის ექნება იმის თქმის მორალური უფლება,ფორმაში ვერაფრით ჩავდექიო.ვინც მონდომებულია,ის მთებსაც გადადგამს.თემურ ქეცბაია კი,ალბათ სწორედ ის კაცია,რომელიც თამამად შეიძლება შევაფასოთ,როგორც სამშობლოს პატრიოტი.12 ნოემბერს,მისი და ჩვენი,ყველას ოცნება ასრულდება და საქართველოს ნაკრები,გაიმარჯვებს.დღეს ჩვენ უკეთესები ვართ!სხვანაირად არ შეიძლება,რადგან დიდი უსამართლობა იქნება.
მხოლოდ ჩამოვუარე კომენტარებს და დავაპლიუსე.
თქვენ გაგიმარჯოთ! ქართველებო!