ქეცბაია "ანორთოსისის" ქართველ ფეხბურთელებთან ერთად თბილისში გამოფრინდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისმა" აეკ-ს 1:0 სძლია და გალიდერდა, ნამატჩევს კი გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ პირველ ადგილზე არიან, თასის მეოთხედფინალში გავიდნენ, უფრო მეტს შეგირდებს ვერ მოსთხოვდა, თუმცა პირველ ტაიმში კიდევ უნდა გაეტანათ და მოეთავებინათ მეტოქისთვის საქმე.

საღამოს თემური გიორგი ლორიასთან, ბუბა დაუშვილთან, თორნიკე ოქრიაშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად კერძო თვითმფრინავით თბილისში გამოფრინდა. ოთხივე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამი უახლოესი მატჩისათვის გამოიძახა და ქეცბაია ჩვენს ეროვნულ გუნდს უგულშემატკივრებს.

"ჯვაროსნები" შეკრებას დღეს იწყებენ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის
ფინალი კი 12 ნოემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თემურ დიდი მადლობა !!! თემური ჩემი აზრით ნამდვილად დიდი ფეხბურთლი იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ დიდი ადამიანი და პიროვვნება იყო, არის და იქნება!!! თემურის კარიერას ვადევნებდი იმ მომენტიდნა როდესაც პირველად გამოჩნდა მოედანზე, მითამაშია კიდევაც მის წინააღმდეგ. არ მახსოვს არცერთი მატჩი , არცერთი წამი, როდესაც ბოლომდე არ იბრძოდა თავის დაუზოგავად. იგივეს თხოვს შეგირდებსაც როგოცც მწვრთნელი, ბევრს ეს არ მოსწონს, მაგრამ ეს მათი პრობლემაა! თემურ ვაჟკაცი ადამიანი ხარ და სამაგალითო სპორტსმენი!
ქართველი ადამიანი
09 ნოემბერი 2020 09:52
0
ვენაცვალე თემურს!! ნამდვილ პატრიოტს და მართალ კაცს !!!
di ma
09 ნოემბერი 2020 09:30
0
თემურ მაგარი კაცი ხარ
gio
09 ნოემბერი 2020 08:34
0
ჯიგარი
სტალინი
09 ნოემბერი 2020 08:26
0
შენს კაცობას გაუმარჯოს თემო!
ჯეკო
09 ნოემბერი 2020 08:10
0
ეს რა თვითმფრინავია? ისე აცვით თითქოს პოლუსზე არიან, ქირები, ბალიშები, ალბათ პლედებიც. სალონი არ თბება თუ ორბიტას გასცდნენ?

იდალგო
09 ნოემბერი 2020 07:28
38
თუ გავედით ქეცბაიას უდიდესი წვლილი იქნება ამ საქმეში
დათო სვანი
09 ნოემბერი 2020 03:31
0
დღეს ეს კომენტარი წავიკითხე, ვეთანხმები როგორც ნამდვილი ქართველი გულშემატკივარი და ვაზიარებ.

შეიხლება ეს არც ფედერაციამ, არც ფეხბურთელებმა და შესაძლოა არც ჟურნალისტებმა გააკეთონ მაგრამ თითოეული ქართველის გულიდან და მეხსეიერებიდან ამ უდიდეს მადლიერებას ვერავინ ამოშლის! დიდი მადლობა ბატონო თემურ!
Vetanxmebi
09 ნოემბერი 2020 02:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული