ქეცბაია "ანორთოსისის" ქართველ ფეხბურთელებთან ერთად თბილისში გამოფრინდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისმა" აეკ-ს 1:0 სძლია და გალიდერდა, ნამატჩევს კი გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ პირველ ადგილზე არიან, თასის მეოთხედფინალში გავიდნენ, უფრო მეტს შეგირდებს ვერ მოსთხოვდა, თუმცა პირველ ტაიმში კიდევ უნდა გაეტანათ და მოეთავებინათ მეტოქისთვის საქმე.

საღამოს თემური გიორგი ლორიასთან, ბუბა დაუშვილთან, თორნიკე ოქრიაშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად კერძო თვითმფრინავით თბილისში გამოფრინდა. ოთხივე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამი უახლოესი მატჩისათვის გამოიძახა და ქეცბაია ჩვენს ეროვნულ გუნდს უგულშემატკივრებს.

"ჯვაროსნები" შეკრებას დღეს იწყებენ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის
ფინალი კი 12 ნოემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თემურ ქეცბაია. პ ა ტ რ ი ო ტ ი!
თემურ ქეცბაია,ნაკრების მწვრთნელი იყო და ჩიოდა,ნაკრებში ფეხბურთელები,მოუმზადებელი მოდიანო.მართალი იყო,მაგრამ ამან,ფეხბურთელებთან,გულშემატკივართან ურთიერთობა დაუძაბა და ისიც წავიდა.წავიდა და სადაც მივიდა,იქიდან გვასწავლის,გვიმტკიცებს,როგორ უნდა იმუშაოს და სანაკრებოდ მოემზადოს,ან მოამზადო ფეხბურთელი.არ ვიცი რა შედეგი ექნება ნაკრებს 12-ში(დიდი იმედი მაქვს,რომ გავიმარჯვებთ),მაგრამ თემურმა გვაჩვენა,რომ შესაძლებელია ღრმა თადარიგში გადატყორცნილი ბიჭების საბრძოლო ფორმაში მოყვანაც კი და ამის შემდეგ,აღარავის ექნება იმის თქმის მორალური უფლება,ფორმაში ვერაფრით ჩავდექიო.ვინც მონდომებულია,ის მთებსაც გადადგამს.თემურ ქეცბაია კი,ალბათ სწორედ ის კაცია,რომელიც თამამად შეიძლება შევაფასოთ,როგორც სამშობლოს პატრიოტი.12 ნოემბერს,მისი და ჩვენი,ყველას ოცნება ასრულდება და საქართველოს ნაკრები,გაიმარჯვებს.დღეს ჩვენ უკეთესები ვართ!სხვანაირად არ შეიძლება,რადგან დიდი უსამართლობა იქნება.
სოსო
09 ნოემბერი 2020 11:35
0
ამ კაცზე პატრიოტი და ქართული ფეხბურთის მოამაგე მეორე არ მეგულება. გული და სულია თემური. სიმართლის მთქმელი კაცი ამიტომ არ უყვართ ჟურნალისტებს. სამაგიეროდ ჩვენ გვიყვარს ქომაგებს. გენაცვალე შენ ქეცბაია
ტურისტი
09 ნოემბერი 2020 11:09
0
თემურ დიდი მადლობა !!! თემური ჩემი აზრით ნამდვილად დიდი ფეხბურთლი იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ დიდი ადამიანი და პიროვვნება იყო, არის და იქნება!!! თემურის კარიერას ვადევნებდი იმ მომენტიდნა როდესაც პირველად გამოჩნდა მოედანზე, მითამაშია კიდევაც მის წინააღმდეგ. არ მახსოვს არცერთი მატჩი , არცერთი წამი, როდესაც ბოლომდე არ იბრძოდა თავის დაუზოგავად. იგივეს თხოვს შეგირდებსაც როგოცც მწვრთნელი, ბევრს ეს არ მოსწონს, მაგრამ ეს მათი პრობლემაა! თემურ ვაჟკაცი ადამიანი ხარ და სამაგალითო სპორტსმენი!
ქართველი ადამიანი
09 ნოემბერი 2020 09:52
0
ქეცბაიას დამსახურებაც იქნება თუ ეს ნაკრები ევროპაზე მოხვდა. აი ეს არეის სამაგალითო საქციელი - ნაკრების ბირთვის 30 პროცენტს რომ რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს, მე შენ გეტყვი ვერ მოიყვანდა ვინე სერბებს, ბერძნებს ან ესპანელებს თუ რა... მადლობა თემურ!
გიონატ
09 ნოემბერი 2020 10:46
0
ჯიგარი
სტალინი
09 ნოემბერი 2020 08:26
0
როგორ აგინებდით ერთხმად ამ კაცს ხო არ დაგავიწყდათ?
Me
09 ნოემბერი 2020 13:02
5
ვინ აგინებდა?
გიონატ
09 ნოემბერი 2020 14:12
4
მადლობა თემურს...
Ok.
09 ნოემბერი 2020 10:59
0
ტემურიმ გადმოსხა დესანტი.მხოლოტ გამარჯვება ბიჰებოოო.
ბაჯო
09 ნოემბერი 2020 10:38
0
აღარაფერს ვამატებ
მხოლოდ ჩამოვუარე კომენტარებს და დავაპლიუსე.
თქვენ გაგიმარჯოთ! ქართველებო!
₾ადო
09 ნოემბერი 2020 11:33
0
ბრავო თემურ! მაკედონიას აქედანაც უნდა იმასვუქნათ და იქედანაც უნდა იმასვუქნათ 12 ნოემბერს! :დ
ქუთაისელი
09 ნოემბერი 2020 11:58
0
რა გულიანად გამაცინე.. :)) ღმერთმა სულ სახუმაროდ და საბედნიეროდ მოგცეს საქმე.. აუცილებლად ვუზავთ მაკედონიას 12 ში !!
ლაშა
09 ნოემბერი 2020 15:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული