ქეცბაია "ანორთოსისის" ქართველ ფეხბურთელებთან ერთად თბილისში გამოფრინდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისმა" აეკ-ს 1:0 სძლია და გალიდერდა, ნამატჩევს კი გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ პირველ ადგილზე არიან, თასის მეოთხედფინალში გავიდნენ, უფრო მეტს შეგირდებს ვერ მოსთხოვდა, თუმცა პირველ ტაიმში კიდევ უნდა გაეტანათ და მოეთავებინათ მეტოქისთვის საქმე.

საღამოს თემური გიორგი ლორიასთან, ბუბა დაუშვილთან, თორნიკე ოქრიაშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად კერძო თვითმფრინავით თბილისში გამოფრინდა. ოთხივე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამი უახლოესი მატჩისათვის გამოიძახა და ქეცბაია ჩვენს ეროვნულ გუნდს უგულშემატკივრებს.

"ჯვაროსნები" შეკრებას დღეს იწყებენ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის
ფინალი კი 12 ნოემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 43 /
ეს სტატია სულ წინა გვერდზე უნდა იყოს. თემურ ქეცბაია არის პატრიოტი, ჯიგარი, კარგი კაცი და სუპერ კაცი, ქართული საქმის მკეთებელი. მე როგორც ერთი რიგითი უბრალო ქართველი, დიდ მადლობას ვუხდი თემურის ყველაფრისთვის რასაც ის აკეთებს ჩვენი ნაკრებისთვის, ესეიგი ჩვენი ქვეყნისთვის, და გამოვხატავ მის მიმართ ღრმა პატივისცემას და დაფასებას.
ბესიკი
09 ნოემბერი 2020 14:46
0
ტიპი უთამაშებელი იყო სულ სმამზე იჯდა გუნდში..ნაკრებში ჩამოდიოდა და დაფრინავდა მე არ მახსოვს თამაში ქინქლაძეს არველაძეს ან სხვა რომელიმეს ამაზე კარგად ეთამაშოს როცა ქეცბა მოედანზე იყო... სული და გული იყო ზოგიერთი ვარსკვლავებივით ერთ ადგილს არ უფრთხილდებოდა... ნაკრების ბოლო თამაშიც 2გოლი გაიტანა და წავიდა ტრამვის გამო. ეს უნდა იცოდნენ ახალგაზრდა თაობამ მარტო ქეცბას ცუდ ხასიათზე რო აპელირებენ. ჭაობშია ჩვენი ფეხბურთი და გული შესტკივა კაცს.. კობის რო კითხო სამოთხეში ვართ და ვერ ვგრძნობთ
Roma
09 ნოემბერი 2020 14:11
0
აი ოქრი გვყავს ეხლა მასეთი და მაგიტომაცაა ქეცბაია თან რო ეჩხუბება და თან რო უყვარს :)
Ziz
09 ნოემბერი 2020 17:22
0
გენაცვალე თემურ შენ! საამაყო კაცი ხარ!!!
სოხუმელი ვეტერანი
09 ნოემბერი 2020 11:25
0
თემური და მისი რაზმი)))
გურჯი
09 ნოემბერი 2020 11:31
1
ჟურნალისტებს თუ არ უყვართ, მაგით თემურის არაფერი აკლდება, ეს ჟურნალისტები კიდე ვის უყვარს? არაპროფესიონალები და გაუნათლებელი პროვოკატორები არიან და ეგ გონიათ ჟურნალისტობა, ანუ რაც უფრო მეტად მოუშლის ნერვებს რესპოდენტს და გამოიყვანს წყობილებიდან, ეგ გონიათ მაგარი ჟურნალისტობა, არადა ამ დროს პირიქით ხალხიდან ლანძღვა გინების ტალღა ზუსტად ასეთ ჟურნალისტებზე მოდის , და თან სრულიად სამართლიანადაც!
Vasili
09 ნოემბერი 2020 11:35
1
ნაკრების ყოფილი კაპიტნის,კახა ცხადაძის ნაამბობი მაქვს წაკითხული.ნაკრები თამაშისთვის ემზადება,ლოკომოტივის სტადიონზე სავარჯიშოდ უნდა გავიდეთ და ვიღაც გოგო მოვიდა,ინტერვიუს აღება მინდაო.კახაც დაეთანხმა,თამაშის წინ,გულშემატკივარს ხომ მუდამ აინტერესებს ნაკრების სიახლეები.ჩამოვჯექით ტრიბუნაზე და მეკითხება,თქვენი სახელი და გვარიო.ინტერვიუც იქ დამთავრდა.თემურსაც ბევრი შეხვედრია ალბათ ასეთი და გასაგებია,რომ მათი სისულელეები უკვე ყელში აქვს ამოსული.ისე ვასილის ერთი დაწუნებაც(დისლაიქი) აქვს დასმული და ისიც, ალბათ, ერთი ასეთი ვაი ჟურნალისტისაგან იქნება.
სოსო
09 ნოემბერი 2020 17:59
0
მიყვარს ამ საიტზე კომენტარების მწერა ვინაიდან რასაც უყურებ ფეხბურთში კარგად გარკვეული ხალხი აკომენტარებს. ადრეც ვამბობდი არც ეხლა უარყოფ თემურ ქეცბაია როგორც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ჩემთვის მიუღებელი იყო და საშინლად ვაკრიტიკებდი, ხოლო ქართული ფეხბურთისთვის ჩემი აზრიდ დღეს დღეობით საოცარ საქმეს აკეთებს გინდა დაუშვილი გინდა ოქრიაშვილი რო არა თემური ალბათ უკრაინის მეორე ლიგაში ითამაშებდნენ ან თუ თამაში ერქმეოდა ამას... ასე რომ წარმატებები და მეტი შესაძლობლები კარგი საქმის საკეთებლად !
ლაშა
09 ნოემბერი 2020 12:15
1
11×11%
Ლუკა
09 ნოემბერი 2020 12:45
1
მაგარ საქმეს აკეთებს ქეცბა ქართული ფეხბურთისთვის,ბრავო ამ კაცს..არველაძეც არ ჩამორჩება ოღონდ საუბარში..ერთი ქართველი ფეხბურთელი არ ყავს გუნდში..წარმატებები კობის ზოგიერთების გულის გასახეთქად
ქომაგი
09 ნოემბერი 2020 11:31
8
თემურ გერ მარგალრექ ჯიმა
kolxi
09 ნოემბერი 2020 10:59
8
ყველაზე პირდაპირი კაცია ქეცბაია, ყველაზე მართალი და წესიერი. გაიხარე .........
სტალინი
09 ნოემბერი 2020 16:08
0
მადლობა თემურ !
Homerson
09 ნოემბერი 2020 19:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული