ქეცბაია "ანორთოსისის" ქართველ ფეხბურთელებთან ერთად თბილისში გამოფრინდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისმა" აეკ-ს 1:0 სძლია და გალიდერდა, ნამატჩევს კი გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ პირველ ადგილზე არიან, თასის მეოთხედფინალში გავიდნენ, უფრო მეტს შეგირდებს ვერ მოსთხოვდა, თუმცა პირველ ტაიმში კიდევ უნდა გაეტანათ და მოეთავებინათ მეტოქისთვის საქმე.

საღამოს თემური გიორგი ლორიასთან, ბუბა დაუშვილთან, თორნიკე ოქრიაშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად კერძო თვითმფრინავით თბილისში გამოფრინდა. ოთხივე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამი უახლოესი მატჩისათვის გამოიძახა და ქეცბაია ჩვენს ეროვნულ გუნდს უგულშემატკივრებს.

"ჯვაროსნები" შეკრებას დღეს იწყებენ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის
ფინალი კი 12 ნოემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 43 /
ქეცბაია კარგ საქმეს აკეთებს.
ziko
09 ნოემბერი 2020 21:02
0
ნეტა ქეცბა მთავრობაშიც ყოფილიყო მიაწვებოდა და თორმეტში თამაშზე დასწრების საშუალება რამდენიმე ათასს მაინც ექნებოდა.
პ.ს. კალა, კობი, ყაველა როგორ მჯეროდა თქვენი, მაგრამ დაამტკიცეთ რომ ფარჩაკები ხართ!
ვანჩოპე
09 ნოემბერი 2020 19:08
0
რომელმა ძველმა ფეხბურთელმა გააკეთა ფეხბურთისთვის ქეცბაიას მეათედი, მარტო ცარიელი ტლიკინი და ჯამბაზობა, კიდევ ფულის შოვნა, რაღაც ქაჯური ვითომ პრივილეგიები და ზემოდან ყურება. გააკეთეთ მისი ნახევარი და ამოიდგით მერე ენები ისიც ზომიერად...........
???????????????
09 ნოემბერი 2020 16:46
0
კვიპროსში წასულიყვენ თავაწეულები ...კეცბას ისე მაგ ოთხივეს თამასშს ერთი ქეცბაიას დონის ფეხბურთელი მოდიოდეს მახსოვს ბოლომდე თავგანწირულად თამასშობდა
კოტე
09 ნოემბერი 2020 15:23
0
ANORTOSISI VS MAKEDONIA
Gio
09 ნოემბერი 2020 12:25
4
ვიცე პრემიერმა ვინმე ცქიტიშვილმა ქომაგებს ერთ-ერთ სუფრაზე უსაქმურები უწოდა..მინდა მას უთხრა ქართველი ქომაგები მუდამ გვერდში უდგას საქართველოს ნაკრებს განსხვავებით თქვენგან რომელიც ალბათ რუსეთს ბალეჩიკობენ ბიძოს დავალებით..ქართველი ვინც რუსეთის ჰიმნზე ფეხზე დგება მოღალატეა ყველა
ლორდი
09 ნოემბერი 2020 17:22
0
არც ანართოსისის თამაშს ვმაზავ და არც რუბინის, გუნდის მფლობელებმა თუ იციან რამდენი ქართველი გულშემატკივარი ჰყავთ ?????? ძველად სტადიონზე ორი სასწრაფო მაინც იდგა და ყველა თამაშზე გულის შეტევით პირდაპირ სტადიონიდან მიჰყავდათ გულშემატკივრები საავადმყოფოში და რამდენი კიდევ სახლიდან. ასეთ ქვეყანაში შეიძლება მოკლა ფეხბურთი????????????? იმედია არ მოკვდება, ვინც გულით ცდილობს მხარში დაუდგეს ყველას გაუმარჯოს და ვინც ფულს აკეთებს .............
????????????????????????????
09 ნოემბერი 2020 16:15
0
ეს რა თვითმფრინავია? ისე აცვით თითქოს პოლუსზე არიან, ქირები, ბალიშები, ალბათ პლედებიც. სალონი არ თბება თუ ორბიტას გასცდნენ?

იდალგო
09 ნოემბერი 2020 07:28
38

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული