სლუცკი: ხვიჩა კაიფობს და მაქსიმალურად ერთობა - ლაღია და ფეხბურთი უყვარს

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას მენტალიტეტზე ისაუბრა და "მონაკოს" ნახევარმცველ ალექსანდრ გოლოვინს შეადარა.

- რამდენადაც ვიცი, გოლოვინი დღემდე თავის ემოციურ პრობლემებს განიცდის. თქვენ მას ხშირად ესაუბრებით. ხვიჩას მსგავსი რამ ემართება?
- პირველ რიგში, ენობრივი პრობლემაა. კვარაცხელიას ყველაფერი ესმის, მაგრამ საუბარი უჭირს. მეორე - გოლოვინი ზრდასრულ და ხვიჩას ასაკშიც უფრო რეფლექსირებადი და დიდი იყო. კვარაცხელიას ბურთი უნდა მისცე, სათამაშო დრო, ცოტა ტაქტიკაში ჩასვა, პრინციპები აუხსნა და შეგიძლია დატკბე პროცესით ან იმედგაცრუებული დარჩე, თუ რაღაც არ გამოუვა. ამ ეტაპზე ეს მისი
პროგრესის სამართავად საკმარისია.

გოლოვინს ძალიან სერიოზული კომუნიკაბელური პრობლემები ჰქონდა, კოლექტივში ვერ ურთიერთობდა, ვეტერანების იუმორზე მტკივნეულად რეაგირებდა. ძმები ბერეზუცკები, იგორ აკინფეევი და ვერნბლუმი დასაშვების ზღვარზე ეხუმრებოდნენ. თუმცა, რა ზღვარზე - 5 წითელი ბარათი 2 წუთში.

- ხვიჩას შემთხვევაში?
- პირველი - "რუბინში" არ არიან ისეთები, რომლებსაც ვინმეს ჩაჩურთვა შეუძლიათ. მეორე - ხვიჩა გუნდში ყველას უყვარს. მესამე - ლაღი ბიჭია, რაღაც თემებზე განსაკუთრებულად არ რეაგირებს, ყოველთვის იცინის, ძალიან არ ჩაფიქრდება. კაიფში ცხოვრობს, ამ სიტყვის კარგი გაგებით.

ბაზაზე ცხოვრობს, საღამოს თვითონ გადის სავარჯიშოდ. მეც ყოველთვის დიდი ხანი ვარ ბაზაზე და ფანჯრიდან ვხედავ, რომ რაღაცის დასახვეწად წავიდა. ეს ედეგორის შრომა არაა, რომელიც სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდა, ყოველ კუნთს ამუშავებდა - იქ ყველა ვარჯიში გაწერილია.

ხვიჩამ მოინდომა პენალტის დარტყმა - ურტყამს. მე ვეუბნები: "თერთმეტმეტრიანს რატომ ურტყამ? შენ თამაშისას მაინც არავინ დაგარტყმევინებს". უბრალოდ უნდა. მოკლედ, არა იმდენად გააზრებულად მუშაობს, რამდენადაც ემოციურად.

მას მოსწონს ბურთი, მოსწონს ფეხბურთი, უყვარს ბურთის თრევა, ვიდრე რაღაც გააზრებული, დაფუძნებული მეთოდიკა. სატრენაჟორო დარბაზში არასოდეს არ მინახავს. მხედველობაში მაქვს არა საერთო გუნდურ, არამედ თავისუფალ დროს ვარჯიში. მე იქ ხშირად ვარ და კვარაცხელია არასოდეს გაერთობა. როდესაც მოწყენილია, იქ არ წავა.

ჯერ ის ასეთი ფეხბურთელია, ახალგაზრდა, რომელიც "დისნეილენდში" ცხოვრობს და მაქსიმალურად ერთობა. საბედნიეროდ, ის ისეთი რამეებით ერთობა, რომლებიც მისი პროფესიის ნაწილს წარმოადგენს", - უთხრა სლუცკიმ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
სლუცკი მაგარი კაი ტიპია. კაი ხანია ვაკვირდები
სტალინი
20:48 16-11-2020
1
ნახირის მწვრთნელად არ წამოვა????????????????????????????????????
???????????????
21:03 16-11-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული