სლუცკი: ხვიჩა კაიფობს და მაქსიმალურად ერთობა - ლაღია და ფეხბურთი უყვარს

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას მენტალიტეტზე ისაუბრა და "მონაკოს" ნახევარმცველ ალექსანდრ გოლოვინს შეადარა.

- რამდენადაც ვიცი, გოლოვინი დღემდე თავის ემოციურ პრობლემებს განიცდის. თქვენ მას ხშირად ესაუბრებით. ხვიჩას მსგავსი რამ ემართება?
- პირველ რიგში, ენობრივი პრობლემაა. კვარაცხელიას ყველაფერი ესმის, მაგრამ საუბარი უჭირს. მეორე - გოლოვინი ზრდასრულ და ხვიჩას ასაკშიც უფრო რეფლექსირებადი და დიდი იყო. კვარაცხელიას ბურთი უნდა მისცე, სათამაშო დრო, ცოტა ტაქტიკაში ჩასვა, პრინციპები აუხსნა და შეგიძლია დატკბე პროცესით ან იმედგაცრუებული დარჩე, თუ რაღაც არ გამოუვა. ამ ეტაპზე ეს მისი
პროგრესის სამართავად საკმარისია.

გოლოვინს ძალიან სერიოზული კომუნიკაბელური პრობლემები ჰქონდა, კოლექტივში ვერ ურთიერთობდა, ვეტერანების იუმორზე მტკივნეულად რეაგირებდა. ძმები ბერეზუცკები, იგორ აკინფეევი და ვერნბლუმი დასაშვების ზღვარზე ეხუმრებოდნენ. თუმცა, რა ზღვარზე - 5 წითელი ბარათი 2 წუთში.

- ხვიჩას შემთხვევაში?
- პირველი - "რუბინში" არ არიან ისეთები, რომლებსაც ვინმეს ჩაჩურთვა შეუძლიათ. მეორე - ხვიჩა გუნდში ყველას უყვარს. მესამე - ლაღი ბიჭია, რაღაც თემებზე განსაკუთრებულად არ რეაგირებს, ყოველთვის იცინის, ძალიან არ ჩაფიქრდება. კაიფში ცხოვრობს, ამ სიტყვის კარგი გაგებით.

ბაზაზე ცხოვრობს, საღამოს თვითონ გადის სავარჯიშოდ. მეც ყოველთვის დიდი ხანი ვარ ბაზაზე და ფანჯრიდან ვხედავ, რომ რაღაცის დასახვეწად წავიდა. ეს ედეგორის შრომა არაა, რომელიც სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდა, ყოველ კუნთს ამუშავებდა - იქ ყველა ვარჯიში გაწერილია.

ხვიჩამ მოინდომა პენალტის დარტყმა - ურტყამს. მე ვეუბნები: "თერთმეტმეტრიანს რატომ ურტყამ? შენ თამაშისას მაინც არავინ დაგარტყმევინებს". უბრალოდ უნდა. მოკლედ, არა იმდენად გააზრებულად მუშაობს, რამდენადაც ემოციურად.

მას მოსწონს ბურთი, მოსწონს ფეხბურთი, უყვარს ბურთის თრევა, ვიდრე რაღაც გააზრებული, დაფუძნებული მეთოდიკა. სატრენაჟორო დარბაზში არასოდეს არ მინახავს. მხედველობაში მაქვს არა საერთო გუნდურ, არამედ თავისუფალ დროს ვარჯიში. მე იქ ხშირად ვარ და კვარაცხელია არასოდეს გაერთობა. როდესაც მოწყენილია, იქ არ წავა.

ჯერ ის ასეთი ფეხბურთელია, ახალგაზრდა, რომელიც "დისნეილენდში" ცხოვრობს და მაქსიმალურად ერთობა. საბედნიეროდ, ის ისეთი რამეებით ერთობა, რომლებიც მისი პროფესიის ნაწილს წარმოადგენს", - უთხრა სლუცკიმ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
სლუცკი მაგარი კაი ტიპია. კაი ხანია ვაკვირდები
სტალინი
16 ნოემბერი 2020 20:48
1
ნახირის მწვრთნელად არ წამოვა????????????????????????????????????
???????????????
16 ნოემბერი 2020 21:03
2
მერე რუსეთუმეო და ამბები ატყდება :))
ბოკინიო
17 ნოემბერი 2020 02:00
0
ტრავმა გაცილოს ღმერთმა და გაერთე შენც და გაართე სხვაც.შრომა შრომა და შრომა.თავმდაბლობა არ დაკარგო და ნამდვილი ვარსკვლავი იქნები.შენი რომყოლოდი ნაკრებს რადიკალურად სხვა თამაში იქნებოდა.ჩაკვეც რო ყოფილიყო ფორმაში 70/30 იქნებოდა ჩვენს სასარგებლოდ შანსები. წარმატებებიიიიი
ქართველი
16 ნოემბერი 2020 20:52
0
მოიყვანეთ ეს კაცი მწვრთნელად, თუ დაგთანხმდებათ
სტრატეგი
16 ნოემბერი 2020 20:33
4
სლუცკი არის მაგარი ადამიანი და მერე მაგარი მწვრთნელი! იცის როგორ მიუდგეს ახალგაზრდებს, მაგიტომაც ითამაშებს კვარა დიდ ფეხბურთს ზუსტად რო სლუცკის ხელში მოხვდა! სიომინიც მაგარი კაცია.. ვაისი? ვაისს დაუღუპეს კარიერა ჩვენმა მგლებმა, თორე მაგარი სივი ქონდა აქ ჩამოსვლამდე.)))))))
სლუცკის მეზობელი
16 ნოემბერი 2020 22:29
2
ნაკრებშიც რო უმწვრთნელო, ჰა?
ცოტნე
16 ნოემბერი 2020 20:31
2
დარბაზიც საჭიროა
beqa
16 ნოემბერი 2020 20:25
1
magari kacia xvicha imanno fexburtit cxovrobs da ara xelfasis gamo. da penalts ratom ar daartymevineben slucko? moindomos da vin sheushlis xels 90% penaltebisas zustad xvicha ipovebs. gasagebia rom axalgazrdaa da gamocdilebi urtyamen magram xvhicha ukve rubinis lideria amas veravin uaryofs. amitom tu moindomebs penalis dartymas xels veravin sheushlis. neta chakvetadze male momjobindes. gios da xvichas ertad kuraba siamovneba iqneba.
sluckis
16 ნოემბერი 2020 20:59
2
მიყვარს
ამო
16 ნოემბერი 2020 20:39
1
სლუცკი უპირველეს ყოვლისა არის ფეხბურთელის აღმზრდელი, განზრდელი კაცი! რა თქმა უნდა ფეხბურთის ზედმიწევნით მცოდნე და საუკეთესო ადამიანი. მაგრამ ის თავისი თვისებებით არის კლუბის ამშენებელი და არა ნაკრების მწვრთნელი! ახლა ნაკრების მწვრთნელის საუკეთესო კანდიდატურა იქნებოდა ლავრენტი ბერია!
aburjga
17 ნოემბერი 2020 10:49
0

სიახლეები პოპულარული