პოლონეთის თასის 1/16 ფინალში გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლა" საკუთარ მოედანზე დამარცხდა შჩეცინის "პოგონთან" და გათამაშებას გამოეთიშა.
34 წლის ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო, 78-ე წუთზე მეტოქე სწრაფი კონტრიერიშისას წესების დარღვევით შეაჩერა და გააძევეს. იმ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო. ანგარიში არც ძირითად და არც დამატებით დროში არ შეცვლილა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი სტუმრებმა 4:3 იმარჯვეს.
"ვისლა" ჩემპიონატზე წარუმატებლად ასპარეზობს, 8 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-13 ადგილზეა და 23 ნოემბერს გასვლაზე "იაგელონიას" შეხვდება.