შოთა არველაძის "ფახთაქორმა" უზბეკეთის ჩემპიონატზე "კოკანდომ 1912" 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოქროს მედლებს.
აღსანიშნავია, რომ შოთას გაწვრთნილი გუნდი 3 ტურით ადრე გახდა ჩემპიონი. ის ამ ღირსშესანიშნავ ამბავს "ფეისბუქით" გამოეხმაურა:
"ზედიზედ მეორედ - ფახთაქორი სუპერ ლიგის ჩემპიონია!
ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას, თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ!".