სლუცკი: კვარაცხელიას ვირუსი რთულ ფორმებში ჰქონდა

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირების გამო საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა:

"არ დავმალავ, ჩვენ საკადრო პრობლემები გვაქვს, ნაკრებებიდან ყველა არ დაბრუნებულა, მაგრამ ამ სიტუაციაშიც უნდა გავაგრძელოთ მომავალი მატჩისათვის მომზადება. კორონავირუსით დაავადებულები გვყავს, მათ ტესტებზე დადებითი პასუხები ეროვნულ გუნდებში დაუდგინდათ. მარტო ჩვენ კი არა, ბევრი დადგა ამ პრობლემის წინაშე, რომელიც აქამდე არ ჰქონდათ.

ხვან იმ ბონს მინიმალური სიმპტომები აქვს, კვარას ვირუსი ცოტა უფრო რთულად ჰქონდა, რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ახლა ორივე თავს უკეთ გრძნობს,
ავადმყოფობის არავითარი ნიშნები არა აქვთ, თუმცა ამ შემთხვევებში ყველა საჭირო პროცედურის დაცვაა საჭირო".

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ არის ხვიჩა ავად. ამ "დიაგნოზის" ავტორები კობიაშვილი და ივანიშვილი არიან. ჩააგდეს თამაშები. არც B დივიზიონში არ უნდოდათ გადასვლა, და არც ევროზე გასვლა არ უნდოდათ. მაყურებელიც ამ მიზეზის გამო არ დაუშვეს.
ქ. გ.
02:46 22-11-2020
46
Korona ar maqvs magram,janmrteladac ara var..nakrebis tamashis mere gabruebuli davdivar.araferi ar mixaria.. fsiqologs velaparake,movuyevi yvelaferi da imasac depresia daemarta,imasac araferi ar uxaria
Levani
20:58 21-11-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული