გრიგალავას მწვრთნელი: გია კინაღამ მოედანზე მოკლეს...

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში გია გრალავას "არსენალი" მოსკოვში "ლოკომოტივს" ეწვია და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების 31 წლის მცველმა პირველი ნახევრის შუა წელში ტრავმა მიიღო, რის გამოც 32-ე წუთზე შეცვალეს.

მატჩის შემდეგ ტულელთა მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრი პარფენოვმა თქვა, რომ სავარაუდოდ, ჩვენებურს ნეკნი აქვს მოტეხილი.

"არსენალის" დამრიგებელი მსაჯობით ძალიან გაცხარებული იყო, რადგან გრიგალავასთან უხეშობის დროს მეტოქეს ყვითელი ბარათიც კი არ მისცეს, საპირისპიროდ კი მათ კარში მეორე ტაიმში პენალტი დაინიშნა.

"სამწუხაროდ, არის ეჭვი, რომ გიას ნეკნი აქვს მოტეხილი. ის მოედანზე სცემეს და თითქმის
მოკლეს, მაგრამ მსაჯმა მეტოქეს ყვითელი ბარათიც არ მისცა... ეს ჰომ საშინელებაა?!

სამაგიეროდ, მეორე ტაიმში აბსურდული პენალტი დაგვიდეს და ამის გამო დავმარცხდით", - თქვა პარფენოვმა.

აქვე გეტყვით, რომ 15 ტურის შემდეგ გრიგალავას "არსენალს" 13 ქულა აქვს და 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილს იკავებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძველი სურათია, საღა არი ახლა ეს წერწეტა ტანი, შეიწირა თამადობის მადლმა.
ცოტნე
19:42 22-11-2020
3
ლოჩოშვილმაც ტრამვა მიიღო გუშინ ალტახთან მატჩში,იქნებ მაგაზეც დაგეწერათ რამე.
გიორგი
20:35 22-11-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული