რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში გია გრალავას "არსენალი" მოსკოვში "ლოკომოტივს" ეწვია და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების 31 წლის მცველმა პირველი ნახევრის შუა წელში ტრავმა მიიღო, რის გამოც 32-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის შემდეგ ტულელთა მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრი პარფენოვმა თქვა, რომ სავარაუდოდ, ჩვენებურს ნეკნი აქვს მოტეხილი.
"არსენალის" დამრიგებელი მსაჯობით ძალიან გაცხარებული იყო, რადგან გრიგალავასთან უხეშობის დროს მეტოქეს ყვითელი ბარათიც კი არ მისცეს, საპირისპიროდ კი მათ კარში მეორე ტაიმში პენალტი დაინიშნა.
"სამწუხაროდ, არის ეჭვი, რომ გიას ნეკნი აქვს მოტეხილი. ის მოედანზე სცემეს და თითქმის
მოკლეს, მაგრამ მსაჯმა მეტოქეს ყვითელი ბარათიც არ მისცა... ეს ჰომ საშინელებაა?!
სამაგიეროდ, მეორე ტაიმში აბსურდული პენალტი დაგვიდეს და ამის გამო დავმარცხდით", - თქვა პარფენოვმა.
აქვე გეტყვით, რომ 15 ტურის შემდეგ გრიგალავას "არსენალს" 13 ქულა აქვს და 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილს იკავებს.