"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძე ჯანმრთელად გამოიყურება, თუმცა...

AutoSharing Option
ბელგიური "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა გუნდზე საუბრის დროს კომენტარი ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზეც გააკეთა.

"ჩაკვეტაძე ფიზიკურად კარგად გამოიყურება, კარგ, ჯანმრთელის შთაბეჭდილებას ტოვებს.

თუმცა, მთავარი წინაა, ჩვენ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რამდენადაა ის მზად მენტალურად,"- თქვა მწვრთნელმა.

დღეს, 22 ნოემბერს "გენტი" ჟუპილერ ლიგის მე-13 ტურში გასვლაზე "შარლერუას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 25 /
რა ვერ გაიგეთ? რა აურზაური ატყდა ვერ ვხვდები? ჩვეულებრივი ამბავია დიდი ხანია ტრამვები აქვს და მოსამზადებელ პროცეს გადის. ფიზიკურად ჯამრთელადაა მაგრამ კურსი უნდა დაამთავროს ადაპტაციის. ფსიქოლოგიურადაც მნიშვნელოვანია მზად იყოს ეს აღდგენის შემადგენელი ნაწილია. არაფერი არაა ამაში საგანგაში! მიდი გიო კარგად გამოშუშდი და შებერე მერე შენებურად!
დიმო
00:40 23-11-2020
3
ვინც ვერ გაიგო მენტალურად მომზადება რას ნიშნავს გეტყვით რომ სპორტსმენი რომ ტრამვას მიიღებს გამოჯანმრთელების შემდეგ იმ ტრამვირებულ ადგილზე აქვს მთელი ყურადღება გადატანილი და მთლიანად ვერ იტვირთება. შეიძლება შეადარო ადამიანი რომ ავარიაში მოხვდება და გამოჯანმრთელდება მერე რაგაც პერიოდი სხვანაირი განცდა აქვს მანქანაში რომ ჯდება. ზოგს ეშინია კიდეც და ეგ ნორმალურია. ასე რომ ვინვ ვერ გაიგეთ თუ სპორტით დაკავდებით ცოტა არ გაწყენთ ;)
გუჯი
06:59 23-11-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული