"სოვეტსკი სპორტმა" რუბინის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პრემიერლიგის პირველი წრის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა და მისი თამაში და პერსპექტივა შეაფასა:
"ქართველი ნახევარმცველის ფენომენალურ ტექნიკაზე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, როდესაც "ლოკომოტივში" თამაშობდა. თუმცა ჩემპიონატის სრულფასოვან ვარსკვლავად მხოლოდ ლეონიდ სლუცკის უნარიან ხელში ჩამოყალიბდა. შეტევის მთელ ფრონტზე ერთი შეხედვით მისი ქაოტური გადაადგილებები აზრიანი გახდა.
ახლა კვარაცხელიას საკუთარ რიგებში ხილვას ნებისმიერი ტოპ-კლუბი ისურვებდა, მაგრამ ის უფრო, ალბათ, ყაზანიდან არა მოსკოვში, პიტერში ან კრასნოდარში, არამედ ევროპაში გაემგზავრება. თუმცა, არა უცბად - რაც უნდა იყოს, ის მხოლოდ 19
წლისაა".
-დორტმუნდი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა