ქართველების ამერიკული თავგადასავალი სრულდება? - რა ბედი ელით კაშიასა და ყაზაიშვილს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, დიდი ალბათობით, "სან ხოსეს" დატოვებენ.

მოგეხსენებათ, ამ გუნდმა წლევანდელი სეზონი უკვე დაასრულა და MLS-ის 1/8-ფინალში გასვლაზე პენალტების სერიაში "კანზას სიტისთან" წააგო.

რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენებურები აშშ-ს დატოვებენ? - ამაზე თავად შედეგები მეტყველებს.

თავად განსაჯეთ, გუნდის მწვრთნელი მატიას ალმეიდა მათ არამცთუ არ ათამაშებს, ხშირად განაცხადშიც არ შეჰყავს.

მაგალითისთვის, კაშიამ ბოლოს "სან ხოსეს" ფორმა 14 სექტემბერს მოირგო, ყაზაიშვილს კი გასულ თვეში მხოლოდ 9 წუთი სათამაშო დრო დაუთმეს.

ამ ვითარებას ემატება ისიც,
რომ "სან ხოსე" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მატიას ალმეიდას გაშვებას არ გეგმავს, რაც ჩვენებურების მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

კაშია "სან ხოსეში" 2018 წელს არნემის "ვიტესიდან" გადაბარგდა, ყაზაიშვილმა კი ანალოგიური გზა 2017 წელს გაიარა.

მოკლედ, როგორც ჩანს, ქართველებს აშშ-ის დატოვება მოუწევთ და იქნებ რომელიმე მათგანი საქართველოში ვიხილოთ...

კაშია მალე 34 წლის გახდება და უკვე ვეტერანია, იქნებ "დინამოში" დაბრუნებულიყო; ვაკო კი 27 წლის გახლავთ.

წესით, ყველაფერი უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს. ვნახოთ, რა ბედი ეწევათ ნაკრების ფეხბურთელებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ტიპებს ორი თვე სასტავს არ ათამაშებენ, ლოგიკურად გამოდის რომ არ არიან ფორმაში, თორემ არც ერთი მწვრთნელი კარგ ფორმაში მყოფ ფეხბურთელს უგანაცხადოდ არ დატოვებს თუ პირადული რამე არ არის და ამ დროს ჩვენ ამათ ვიძახებთ ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში და ამათი იმედი გვაქვს რომ ევროპაზე გაგვიყვანონ. ასეთი დონის ნაკრებით სირცხვილიც კი იყო ევროპაზე გასვლა, ჯერ სან ხოსეს დონე თქვი და ახლა იქაც რო განაცხადში ვერ ხვდები და საქართველოს ნაკრების ძირითადში თამაშობ. 27 წლის ახალგაზრდა და ასეთი უამბიციო მარტო ქართველი შეიძლება იყოს.
მამუკა
27 ნოემბერი 2020 17:50
1
რა ბედი ეწევათო ისე წერთ გეგობება ვიღაც გაჭირვებულები იყვნენ.
ორვერ მილიონერია.
გენა
27 ნოემბერი 2020 16:25
3
ყველა შემთხვევაში კაშია ნაკრებისთვის საინტერესო კაი ხანია აღარ არის, ხოლო ვაკოს მალე ვიხილავთ რუსეთში ან კაზახეთში, თუნდაც კიპრში, შეიძლება კაშოც წაიყვანოს ქეცბამ, მას უყვარს ქართველი მკვდრების გაცოცხლება. იქნებ სცადოს. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ოქრი და ლორია გააცოცხლა, იგივეს უზამს მაგათ. ისე რა მაგრა გამოადგა ორივე ნაკრებს, ერთმა დაგლიჯა კარის ბადეები, ხოლო მეორემ ისეთი სეივები აკეთა, რომ რა გითხრათ. ერთი ბურთი ხომ უნდა აიღო მეკარემ, გაგორებულზე არაა საუბარი და ამ დროს მაკარიძე და სხვანი სკამებს ხეხავენ. კუპატაზე გამოიზახეთ ნაკრებში, არ დაგავიწყდეთ. ვაი ტქვენს პატრონს უბედურს. ილიკო.
leo
27 ნოემბერი 2020 15:19
10
უი, შენ ჩაქრი კაშო, შენა, შე ცისრტყელა
ვაისა
27 ნოემბერი 2020 15:21
21
იქნება ვალოდა ვაი-სმა იშოვოს დროზე სამსახური, გურამას კი აქვს ბაბუცა პატარაიას ძირითადში ადგილი გარანტირებული, მაგრამ ვაკომ რა ჰქნას
llcl
27 ნოემბერი 2020 18:36
1
Uნდა უყუროტ ამ ლიგის და ნახოთ რა ტემპში თამაშობენ. ამის გამოა რომ არ შეჰყავთ განაცხადში არც ერთი ფრომაში არ არის, ძალისნ ნელ მოთამაშეებად ითვლებიან. ვაკო ამატთან შედარებით დასაკლავად მოსუქებულ მოზვერს ჰგავს. ასე
niko
27 ნოემბერი 2020 18:22
1
ეს ფეხბურთელები არასდროს მომწონდა მითუმეტეს ყაზაიშვილი და მისი უჯიგრო მოძრაობები კაშია კი არ იყო საჭირო იმცისარტყელას მორგება უარი უნდა გეთქვა ხო ხედავ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს წამოგაძახებენ იმიტო კი არა რომ რადგან გაიკეთი უბრალოდ იჩქარე რაღაცის გამო . მე საფიქრალი ახლა კვარაცხელია ჩაკვეტაძისკენაა
zurabi
27 ნოემბერი 2020 17:49
13
ცისარტყელა ვისაც არ ავიწყდება - იმათმა იდარდონ.
Dato
27 ნოემბერი 2020 18:10
17
მწვანე ბარათი კი აქვს ორივეს და მოეწყობიან ტაქსზე ან ტრაილერზე არ ინერვიულოთ!!!
Musenbezi
27 ნოემბერი 2020 23:22
11
მე ვფიქრობა, ყველასთვის აჯობებს საქართველოში ითამაშონ, უცხოეთში კარგ კონტრაქტებს აღარ გაუფორმებენ , ეროვნული საქმისთვის კი დაბრუნება აჯობებს, ნაკრებიდან კი უნდა წავიდნენ.....
გუსანი
27 ნოემბერი 2020 19:42
17
ნუ მაზგოჩობ ერთი! ევროპაშიც წავლენ და ნაკრებშიც ითამაშებენ
borgati
28 ნოემბერი 2020 15:53
0
საქართველოზე ახლო კანადაა თუარადა ეგერ ალიასკა და ეგ ცისარტყელა კიდე რა უბედურებაა დდ
zaza
27 ნოემბერი 2020 16:58
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული