ქართველების ამერიკული თავგადასავალი სრულდება? - რა ბედი ელით კაშიასა და ყაზაიშვილს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, დიდი ალბათობით, "სან ხოსეს" დატოვებენ.

მოგეხსენებათ, ამ გუნდმა წლევანდელი სეზონი უკვე დაასრულა და MLS-ის 1/8-ფინალში გასვლაზე პენალტების სერიაში "კანზას სიტისთან" წააგო.

რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენებურები აშშ-ს დატოვებენ? - ამაზე თავად შედეგები მეტყველებს.

თავად განსაჯეთ, გუნდის მწვრთნელი მატიას ალმეიდა მათ არამცთუ არ ათამაშებს, ხშირად განაცხადშიც არ შეჰყავს.

მაგალითისთვის, კაშიამ ბოლოს "სან ხოსეს" ფორმა 14 სექტემბერს მოირგო, ყაზაიშვილს კი გასულ თვეში მხოლოდ 9 წუთი სათამაშო დრო დაუთმეს.

ამ ვითარებას ემატება ისიც,
რომ "სან ხოსე" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მატიას ალმეიდას გაშვებას არ გეგმავს, რაც ჩვენებურების მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

კაშია "სან ხოსეში" 2018 წელს არნემის "ვიტესიდან" გადაბარგდა, ყაზაიშვილმა კი ანალოგიური გზა 2017 წელს გაიარა.

მოკლედ, როგორც ჩანს, ქართველებს აშშ-ის დატოვება მოუწევთ და იქნებ რომელიმე მათგანი საქართველოში ვიხილოთ...

კაშია მალე 34 წლის გახდება და უკვე ვეტერანია, იქნებ "დინამოში" დაბრუნებულიყო; ვაკო კი 27 წლის გახლავთ.

წესით, ყველაფერი უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს. ვნახოთ, რა ბედი ეწევათ ნაკრების ფეხბურთელებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ბარსელონას სათადარიგო სკამზე ჯდომას საჩხერის ჩიხურაში თამაში ჯობია.
ჟორა გაბრიჭიძე
11:53 28-11-2020
1
დალოცვილებო (ჩემი თამადიბით) სეზონში მხოლოდ 9 წუთნათამაშები კაცის იმედზე რომ იქნება ნაკრები, კიდევ კარგი შედეგი დაგვიდია ვფიქრობ
დინამოელი
10:15 28-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული