ქვილითაიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა - "ანორთოსისი" გალიდერდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 4:2 დაამარცხა "ენოსისი".

ჰეთ-თრიკი თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შეასრულა. მან მე-12 წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში, 53-ე წუთზე თავად მოიპოვა და ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი, რის შემდეგაც სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს, თუმცა 73-ე წუთზე გიორგიმ მესამედაც დალაშქრა მეტოქის კარი, 79-ე წუთზე კი შეცვალეს. ამის მერე გუნდებმა გოლები "გაცვალეს" და შეხვედრა 4:2 დასრულდა.

შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს მუხლის ტრავმა აქვს.

"ანორთოსისი" 26 ქულით გალიდერდა და 4 დეკემბერს გასვლაზე "დოქსას" დაუპირისპირდება.

ქვილითაიამ ნამატჩევს
განაცხადა, რომ მის გუნდს საუკეთესოდ არ უთამაშია, მაგრამ მთავარი 3 ქულის მოპოვება იყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
საქართველოს ნაკრებში რაღა ემართებათ?
გიორგი
20:17 28-11-2020
6
კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ადგილოსანს ეთამაშა და სამიდან ორი პენალტით გაუტანა და რა არის ამაში გასაოცარი .
ტოტტი
22:47 28-11-2020
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული