ლოჩოშვილმა ცსკას-ს შემტევებს გასაქანი არ მისცა - "ვოლფსბერგერმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ვოლფსბერგერმა" მოსკოვში რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ცსკა 1:0 დაამარცხა.

სტუმართა გუნდში კვლავ შეუცვლელად და ჩინებულად ითამაშა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც მეტოქის შემტევებს გასაქანი არ მისცა. მისი თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე სათადარიგო იყო. მასპინძელთა რიგებში მთელი 90 წუთი დაჰყო მოედანზე 20 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა.

"ვოლფსბერგერი" 7 ქულით K ჯგუფში მეორე ადგილზეა და 11 დეკემბერს, უკანასკნელ ტურში "ფეიენოორდს" უმასპინძლებს, რომელსაც პირველ წრეში როტერდამში 4:1 მოუგო. ავსტრიულ კლუბს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, ცსკა კი
ჯგუფში ჩარჩა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
შრომა უნდა გააგრძელოს ლოჩოშვილმა,კარგი მცველი ეყოლება ნაკრებს, ის უკვე იმსახურებს შანსს ნაკრებში.
ziko
19:49 04-12-2020
1
ვულოცავ ლუკას ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას, ძალიან მესიამოვნა ქართველებისთვის პრინციპული, მეტოქე გუნდის წინააღმდეგ ასეთი გულიანი თამაში.
გიზოგ
13:26 04-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული