ქართველები ევროპა ლიგაზე

AutoSharing Option
26 ნოემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩებში იმ გუნდებმაც ითამაშეს, რომლებშიც ქართველი ლეგიონერები არიან.

"ვოლფსბერგერი" საკუთარ მოედანზე ზაგრების "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო გურამ გიორბელიძე 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

პრაღის "სპარტამ" სახლში 4:1 სძლია "სელტიკს". ჩეხურ გუნდში სათადარიგო იყო 19 წლის მცველი ივა გელაშვილი.

"გენტი" შინ 0:2 დამარცხდა "ცრვენა ზვეზდასთან". მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და განაცხადში ისევ არ იყო.

"ლეხს" ლიეჟში 2:1 მოუგო ადგილობრივმა "სტანდარდმა". პოლონელთა გუნდის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა 83-ე
წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ნიკა ნინუას პაოკ-მა გასვლაზე 2:3 წააგო პსვ-სთან. არადა, თავიდან 2:0-ს იგებდა. ჩვენებური სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგია რო თამაშობენ ლოჩოშვილი და გიორბელიძე და ისიც რო უკვე 19 წლის გელაშვილი როგორც ვიცი მცველია და სპარტას სათადარიგო სკამზე გამოჩნდა,ესენი ნაკრების ყურადგებას უკვე იმსახურებენ,პირადად გიორბელიძის მაგრად მეიმედება მშრომელი ბიჭი ჩანს და აგრეთვე მარცხენა მცველია სადაც ნაკრებ ძალიან უჭირს,ამ ახალგაზრდებს უკვე როცა ნაკრებს თამაშები დაეწყება აუცილებლად უნდა მისცენ შანსი,რადგან საკმაუდ კარგ ჩემპიონატსა და გუნდებში არიან,ბოლობოლო ყაზახეთს 100 თავით ჯობს.
ziko
18:42 27-11-2020
1
ეს ლოჩოშვილი მართლა ფეხბურთელია?
გაგა
17:31 27-11-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული