ხოჭოლავა გამოჯანმრთელდა და "ინტერთან" საბრძოლველად მზადაა

AutoSharing Option
"შახტარის" ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ტრავმა მოირჩინა, გუნდთან ერთად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ივარჯიშა და ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" სათამაშოდ მზადაა.

ის "შახტართან" ერთად მილანში დღეს დილით გაემგზავრება.

დონეცკური გუნდი ბოლო ტურის წინ B ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსი აქვს.

"ინტერისა" და "შახტარის" შეხვედრა 10 დეკემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული