ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდებიან მოედანს ოქრიაშვილი და ქვილითაია

AutoSharing Option
"ანორთოსისის" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდის ქართველი ფეხბურთელების, თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.

ქვილითაიამ ტრავმა კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში მიიღო, რის გამოც 24-ე წუთზე შეცვალეს. ფამაგუსტური კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ გიორგი კარგად გრძნობს თავს და 12 დეკემბერს "ერმისთან" სათამაშოდ ალბათ მზად იქნება.

რაც შეეხება ოქრიაშვილს, მას სანაკრებო პაუზის შემდეგ აღარ უასპარეზია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია და მოედანს 12 დეკემბერს თუ ვერა, 18 დეკემბერს "პაფოსთან" საშინამო მატჩში მაინც დაუბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული