ექსკლუზივი: სად გააგრძელებს კარიერას საბა კვირკველია - ფეხბურთელი თავის მომავალზე საუბრობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "როტორის" მცველმა საბა კვირკველიამ შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი შეიცვალოს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს თავად ფეხბურთელმა განუცხადა. როგორც მან გვითხრა, წინადადებები რუსული გუნდებიდან აქვს, ასევე არის ყატარული ვარიანტიც.

კვირკველიამ არ გამორიცხა, რომ იანვარში "ლოკომოტივშიც" დაბრუნდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოსკოვური გუნდი ამას მოინდომებს.

"შესვენებამდე "როტორში" უნდა ვითამაშო და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. ვოლგოგრადელებთან იჯარა სეზონის ბოლომდე მაქვს, მაგრამ თუ "ლოკომოტივს" მოუნდება, ჩემი დაბრუნება შეუძლია.

მოსკოველებთანაც შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე მაკავშირებს და თუ "როტორში" დავრჩი, შემდეგ
თავისუფალი აგენტი გავხდები.

შესაძლოა, იანვარში სულაც სხვა გუნდში აღმოვჩნდე. არის რამდენიმე რუსული გუნდის ვარიანტიც"...

ჩვენ კვირკველიას მუნდიალის წილისყრაზეც დავეკითხეთ.

"ძაან მაგარ ჯგუფში მოვხვდით, სადაც ძაან საინტერესო ნაკრებები იასპარეზებენ. ყოველთვის სასიამოვნოა ისეთ გუნდებთან თამაში, როგორებიც ესპანეთი და შვედეთია...

შანსებზე რა გითხრათ... მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველა თამაშში თავს დავდებთ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს".

ბოლოსკენ, კვირკველიას კახა ცხადაძის განცხადებასა და საქართველოს ნაკრების მომავალ მწვრთნელზეც დავეკითხეთ, თუ ვის ისურვებდა ის.

"ცხადაძის განცხადებაზე კომენტარი უკვე გავაკეთე და ამაზე საუბარი აღარ მსურს. რაც მოხდა და ითქვა, საკმარისია.

რაც შეეხება მომავალ მწვრთნელს, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ქართველი იქნება თუ უცხოელი. ჩემთვის მთავარია, შედეგი დაიდოს და დანარჩენზე ფედერაციამ უნდა იმუშაოს", - ამბობს კვირკველია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
პოტრუგალიელი ტრენერი გვინდა ან ბრახილიელი და გავალთ მეორე ადგილზე!
david
18:51 10-12-2020
2
1 წელიწადში ასე უცბად ფეხბურთელმა რეგრესი განიცადოს ამის მაგალითია კვირკველია,თუ ისევ ისეთ ფორმაში უნდა იყოს როგორიც შემოდგომის თამაშებში იყო ჯობია სულ არ გამოიძახონ ნაკრებში.
ziko
18:01 10-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული