ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია... ფეხბურთელისთვის 2020 წელი დასრულდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია. 

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველისთვის 2020 წელი დასრულებულია. 

7 დეკემბერს, გიორგიმ "დეინზესთან" დაბრუნება გოლით აღნიშნა, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის ერთგვარი იმედი და მოტივაცია გახლდათ, რადგან ჩაკვეტაძისთვის ეს გოლი მნიშვნელოვანი იყო.

21 წლის შემტევი გუნდს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის სათამაშოდ გერმანიაში გაჰყვა, მაგრამ როგორც ჩანს, კვლავ დისკომპორტი იგრძნო და განაცხადშიც ვერ მოხვდა. 

როგორც თავდაპირველად ითქვა, ტრავმა 2-3 კვირიანი იქნება. 

altჩაკვეტაძემ გაიტანა - ის კვლავ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს [VIDEO]






მკითხველის კომენტარები / 28 /
ეს ჩვენი სპორტული ჟურნალისტები აქ რომ გვამარჩიელებენ და გვაწვალებენ, რის ჟურნალისტებია ვერ გავიგე?! ჩამოუარონ იმ ექიმებს ვინც ამ საქმის სპეციალისტია, გაიგონ ვისთან გადიოდა კონსულტაციებს ჩაკვე, მივიდნენ იმ ექიმებთან ვინ მას ოპერაცია გაუკეთა,... მოკლედ, სპეციალისტების აზრი დადონ?! რა არ გამოდის ასე, არ იქნება?!
aburjga
12:56 16-12-2020
0
ვერ მკურნალობენ მაგ გენტში, მარტო ჩაკვე არაა მანდ მაგ დღეში, სხვა წამყვან ფეხბურთელებსაც იგივე სჭირთ, ტრამვებით თამასობენ, ის ოჯიჯაც და უკრაინელიც, მიტომაც ვერ თამაშობენ და გაფარჩაკდა გუნდი, უნდა წამოვიდეს მანდედან ჩაკვე, მარე მე მაგის იმედი აღარ მაქვს, ნუ შეიძლება 2 წლის მერე, თუ მაღალ დონეზე მიხედავს ტრამვას, მერე ითამაშოს, ასაკი არააქ დიდი, მარა რა ვიცი. მაშინ უთქვია ექიმს, მაგის ფეხს მე ხელს ვერ მოვკიდებო, ხოდა მაინც გაუკეთეს და დაღუპეს კიდეც. ეგაა უპატრონობის და უვიცობის ბრალი. ჩაკვეს სემოსავალი კაი ქონდა და უნდა წასულიყო კერძო კლინიკასი, სადაც მაგრა აკეტებენ ოპერაციებს და იქ გაეკეთებინა, შემდეგ ორმაგად ამოიღებდა, ეგრე დაემართა ჯანოსაც, პაპუნასაც, არაბიძე ოპერაციის მერე არ გამოჩენილა. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ფეხბურთელებს ნაკრები და ფედერაცია უნდა ხედავდეს და უკეტებდეს ოპერაციას. მე რომ ვიყო ფედერაციის პრეზიდენტი, მაგას გავაკეთებდი პირველ რიგში. არ შეიძლება ერტი კლინიკა ქონდეს ნაკრებს და ფედერაციას? სადაც მოიწვევენ უცხოელ სპეციალისტებს და მიხედავენ ბიჭებს? ვინ კარგავს და ანიავებს ამდენ ნიჭიერ რესურსს, პირიქით, ეძებენ, ზრდიან, აფინანსებენ, ჩვენ კი გამჩენიდან მომადლებული გვაქ ნიჭი და ვერ ვზრდით, კიარადა, ჩვენვე ვანადგურებთ. თევზი თავიდან ყროლდება
ვაისა
18:13 15-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული