კვირკველია თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერში შეიძლება აღმოჩნდეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა პრეზიდენტმა ილია გერკუსმა "ტელეგრამის" საკუთარ არხზე დაწერა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია, შესაძლოა, თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი გუნდის წევრი გახდეს.

"კვირკველიამ, შესაძლოა, კარიერა თურქულ კლუბში განაგრძოს. ამ ზამთარს საბას აქვს შანსი, გადავიდეს თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში.

საბამ საკუთარი წვლილი შეიტანა გუნდის ("ლოკომოტივის") ვერცხლის მედლებისა და ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის მოპოვებაში. მიუხედავად ამისა, გუნდიდან გაუშვეს.

გაუშვეს, მაგრამ ხელფასის უდიდეს ნაწილს უხდიან. "როტორსა" და საქართველოს ნაკრებში ის მუდმივად თამაშობს. შეიძლება საოცარ თამაშს არ აჩვენებს, თუმცა საკმაოდ დადებითად და
იმდენად კარგად თამაშობს, რომ თურქული კლუბების ყურადღებაც მიიპყრო.

"ლოკომოტივსა" და კვირკველიას შორის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში მთავრდება. სწორედ ამიტომ, გამოსყიდვის აქტი სიმბოლური იქნება. წარმატებები საბას." - დაწერა გერკუსმა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არამხოლოდ ვერცხლის მედლები,2018ში რუსეთის პრემიერლიგის ოქროს მედლების მოგებაშიც ლომის წვლილი მიუძღვის,იმ სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა,მაგრამ ცუდია 2წელი რომ გავიდა და იმ საბას ნახევარიც აღარაა...წარმატებები!
გიორგი-ბათუმი 97
18:29 15-12-2020
0
რუსეთიდან უნდა წავიდეს ჩემი აზრით ყველა ვარიანტში
nika
13:49 15-12-2020
2

სიახლეები პოპულარული