ხვიჩა ევროპაში საუკეთესოა! - კვარაცხელიამ უდიდესი აღიარება მოიპოვა

AutoSharing Option
CIES-მა (ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო ინტერნეტგვერდი) საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის ევროპის საუკეთესო დრიბლიორად აღიარა.

აღსანიშნავია, რომ ამ სტატისტიკაში 30 ქვეყნის წარმომადგენელი გუნდები მონაწილეობდნენ, გარდა ტოპ 5 ჩემპიონატისა.

საუბარია ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ჩემპიონატებზე.

მიმდინარე სეზონში ყაზანური კლუბის შემადგენლობაში ჩვენებურმა 89 დრიბლინგი განახორციელა, საიდანაც 45 წარმატებული აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ათეულში კიდევ ერთი ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე კონსტანტინ მარადიშვილი მოხვდა. ცსკა-ს ფეხბურთელმა მე-7 ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბოლო-ბოლო იქნებ ჩვენც ვეღირსოთ ისეთ ფეხბურთელს,რომელზეც მსოფლიო ილაპარაკებს.
წარმატებები ხვიჩა!!!!
14:26 17-12-2020
2
ვულოცავ ხვიჩას!!! მარადაშვილი კი, სჭირდება საქართველოს...
tngh
16:05 17-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული