ხვიჩა ევროპაში საუკეთესოა! - კვარაცხელიამ უდიდესი აღიარება მოიპოვა

AutoSharing Option
CIES-მა (ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო ინტერნეტგვერდი) საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის ევროპის საუკეთესო დრიბლიორად აღიარა.

აღსანიშნავია, რომ ამ სტატისტიკაში 30 ქვეყნის წარმომადგენელი გუნდები მონაწილეობდნენ, გარდა ტოპ 5 ჩემპიონატისა.

საუბარია ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ჩემპიონატებზე.

მიმდინარე სეზონში ყაზანური კლუბის შემადგენლობაში ჩვენებურმა 89 დრიბლინგი განახორციელა, საიდანაც 45 წარმატებული აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ათეულში კიდევ ერთი ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე კონსტანტინ მარადიშვილი მოხვდა. ცსკა-ს ფეხბურთელმა მე-7 ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენ გვინდა ტოპ-5 ლიგიდანაც რომ იქნებიან დასახელებული ფახბურთელები, მაშინაც იყოს ჩვენ ბიჭი პირველი. ეს ისეც ვიცოდით, რადგან ტოპ-5 შემდეგ რუსეთის ჩემპიონატი მოდის და იქ ხვიჩა პირველია. ბევრ შრომას და თავდადაებას დიდი შედეგები მოაქვს. მჯერა ხვიჩა ბევრს იშრომებს, საწადეკს მიაღწევს და ჩვენც გაგვახარებს.
G.LA
01:04 18-12-2020
2
აგერაა მესი
იკო
21:15 17-12-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული