სად წავლენ ყაზაიშვილი და კაშია - რა ვარიანტი აქვთ ნაკრების ფეხბურთელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია უგუნდოდ არიან.

როგორც იცით, ორივე მათგანი რამდენიმე დღის წინ წამოვიდა "სან ხოსედან" და ახლა თავისუფალი აგენტები არიან.

რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა, სად განაგრძობენ ეს ფეხბურთელები კარიერას, რადგან ისინი ნაკრების წევრები არიან.

ჯერჯერობით რაიმე წინადადებაზე არც ქართულ და უცხოურ მედიაში არ დაწერილა. ამიტომ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ.

ეს ორი ფეხბურთელი ყველასთვის კარგად ნაცნობი ნიდერლანდური კლუბებისთვისაა. ალბათ, კარგი იქნებოდა, თუ ისინი ერედივიზიონს
დაუბრუნდებოდნენ, თუმცა ეს ცოტა გაჭირდება...

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაშიასთან და ყაზაიშვილთან თანამშრომლობა მათ ყოფილ გუნდს, "ვიტესს" მოუნდეს. რა თქმა უნდა, გურამი არნემული გუნდის ლეგენდაა, თუმცა "ვიტესი" გაახალგაზრდავებაზე ზრუნავს, თანაც მშვენიერ ფეხბურთს აჩვენებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლა კაშია დაიბრუნოს.

რაც შეეხება სხვა ვარიანტებს... შესაძლოა, წინადადებები იყოს რუსეთიდანაც, რადგან იქ ქართველ ფეხბურთელებს ძალიან კარგად იცნობენ და ბევრი კლუბი ჩვენებურებით ინტერესდება...

საინტერესო იქნება ასევე, ქართული გუნდები თუ იფიქრებენ ამ ფეხბურთელების დამატებაზე. ასეთები კი ფინანსურად შედარებით გამართული "დინამო თბილისი" და ბათუმის "დინამო" არიან.

მოკლედ, ყველაფერი, წესით, უახლოეს მომავალში გაირკვევა და ალბათ, მალე ყაზაიშვილსაც და კაშიასაც ახალ გუნდში ვიხილავთ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
სად უნდა წავიდნენ,ამერიკიდან ფეხის გამდგმელები არ არიან ესენი.მოძებნიან ამერიკაში კლუბს,რომელიც ნორმალურად გადაუხდით.ესენი ფულის გამო წავიდნენ ამერიკაში.რა ერედივიზიონი.ყაზაიშვოლმა ძალით დაინგრია კარიერა,ფული დააყენა ფეხბურთზე წინ.არც ერთი აღარაა ნაკრებში გამოსაძახებელი.კაშია აშკარად დაბერდა.ყაზაიშვილს კი სირბილი ეზარება,გასუქებულია და მოძრაობა უჭირს.
master
17 დეკემბერი 2020 18:45
0
თუ არაფერი არ გამოჩნდა, პარლამენტში გვაქვს თავისუფალი ადგილები
Solo
17 დეკემბერი 2020 18:27
1
ჩემი დაკვირვებით, ეგენი ოპოზიციონერები არიან. ასე რომ, პარლამენტში არ შევლენ
fani
24 დეკემბერი 2020 21:37
0
პენსიაზე!
მამუკა
17 დეკემბერი 2020 13:57
1
სადმე ნორმალურ გუნდში წასასვლელი რომ ჰქონოდათ რომელიმეს კარიერის საუკეთესო წლებში ამერიკაში ფულის გამო არ წავიდოდნენ))) დიდი დიდი რუსეთის პრემიერ ლიგის დონე ითამაშონ აწი ამათმა და ფული აკეთონ ისევ
Tom
17 დეკემბერი 2020 13:46
1
ყაზახეტი, რატო გამოგრჩათ?)
va
17 დეკემბერი 2020 11:10
1
ძალიან შემეცნებითი სტატიააა
გიო
17 დეკემბერი 2020 11:07
0
ანართოსისის სუნი მცემს )))
ტოტტი
17 დეკემბერი 2020 10:55
1
შეიძლება პოლონურ ან ბელგიურ გუნდებში გადავიდნენ, მაგრამ არ მგონია ადვილი იყოს. ნაკლებ სავარაუდოა ავსტრიულ ან უკრაინულ გუნდებში გადასვლა. ასევე რთული იქნება გერმანული და ესპანური ვარიანტებიც. შეიძლება ხორვატები ან ინდოელები დაინტერესდნენ, მაგრამ ნაკლები შანსია, ასევე რთული იქნება უნგრულ ან მექსიკურ გუნდებში გადასვლა.
კუ
17 დეკემბერი 2020 08:38
1
ევროპაში და ამერიკაში იყვნენ უკვე ახლა ავსტრალია ან ახალი ზელანდია უკეთესი ნაკრებისთვის კი ანტარქტიდა იქნებოდა იქ ცივა და სულ ფორმაში იქნებიან ..!!!
აზრი? ისევ ცენზურა?
16 დეკემბერი 2020 21:44
2
რამე სხვა სპორტზე შევიდნენ
სტალინი
16 დეკემბერი 2020 21:36
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული