უკვე 1 თვეზე მეტია, რაც საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე აღარ გამოსულა და კვიპროსული გამოცემის მიხედვით, გუნდის ჩავარდნის მთავარი მიზეზიც ეს არის.
თორნიკემ ბოლოს ჩვენთვის ავადსახსენებელ მატჩში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშა და ტრავმა მიიღო, რომელიც ჯერ არ მოუშუშებია.
კვიპროსული საიტი match.cy კი "ანორთოსისის" მოახლოებულ მატჩს შეეხო და ოქრიაშვილზეც ისაუბრა:
"თორნიკე ხვალ "პაფოსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, ქართველი მზად ჯერ კიდევ არ არის. ოქრიაშვილმა ბოლოს 8 ნოემბერს ითამაშა აეკ-თან მოგებულ შეხვედრაში.
"ანორთოსისს" 10-იანი ძალიან დააკლდა და ერთი შეხედვითაც
ნათელია, რამდენად დიდი დანაკლისია გუნდისთვის. ფამაგუსტელებს ძალიან აკლიათ მისი გოლები, მისი ვერტიკალური პასები, მისი ჭკვიანური თამაში. მოკლედ, "ანორთოსისს" თორნიკე აკლია.
თორნიკეს გარეშე გუნდმა 4 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 1-ის მოგება მოახერხა, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო. ისე ჩანს, რომ ოქრიაშვილის გარეშე "ანორთოსისს" ქულების მოპოვება უჭირს", - წერს საიტი.
ამიტომ პირადად მე წინააღმდეგი ვარ ასეთი ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახების და მით უფრო გაფეტიშების და მათზე ისტორიების წერის. მხოლოდ როგორც ცუდი მაგალითი ისე შეიძლება ვაჩვენოთ მომავალ თაობებს, რა შეიძლება დაემართოს ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელს თუ მას პროფესიონალიზმი არ აქვს. ვარჯიშს დალევა ურჩევნია და სხეულზე კუნთების გაზრდის ნაცვლად მის ტატუებით მოხატვაზე უფრო მეთს ფიქრობს.
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო ბელორუსთან რომ გამოჩნდა და დღეს უკვე ამას ვწერ. გულდასაწყვეტია.