ლობჟანიძე: საქართველოს ნაკრებში კლოპი მინდა, ამ ჯგუფიდან გასვლა კი შეგვიძლია

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი საქართველოს ნაკრებისა და "ანკარაგიუჯიუს" შემტევი საბა ლობჟანიძე გახლდათ.

26 წლის ფეხბურთელმა სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"ყოველთვის მინდოდა, რომ პრემიერლიგაში Boxing Day-ზე მეთამაშა. მართალია, თურქეთის სუპერლიგაში ვარ, მაგრამ ეს გადატვირთული კალენდარი ძალიან მომწონს.

მაისამდე თამაშები გვაქვს და მირჩევნია, რომ სულ თამაშები გვქონდეს, ვიდრე სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი და ა.შ.

ძალიან კარგ ფორმაში ვარ. მიხარია, რომ ბოლო თამაშებში თავი გამოვიჩინე და იმედი მაქვს, ასე განვაგრძობ.

მუნდიალის შესარჩევის კალენდარი ვნახე. რა თქმა უნდა, საუბარი ადვილია, მაგრამ რატომ არ შეიძლება,
რომ ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლოთ?!

ძალიან რთული იქნება, თუმცა, თუ რამის მიღწევა გსურს, შვედეთს, საბერძნეთს და კოსოვოდან ერთ-ერთს რომ აჯობო, შეუძლებელი სულაც არაა.

არ მიფიქრია, თუ ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელი. ერთადერთი, ალბათ, ვისაც ვისურვებდი, იურგენ კლოპია...

ახლა თურქეთის სუპერლიგის რამდენიმე უფრო ძლიერი გუნდიდან ჩემ მიმართ დაინტერესება არის, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - თქვა ლობჟანიძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ესენი გიჟი "სამაზვანცები" არიან და თვთშეფასების უნარი არა აქვთ.საიდან ვერ გავიდნენ და საიდან ამბობენ გასვლა შეიძლებააო.თუ ლობჟანიძეს გონია სასტავში რომ ვყოფილიყავი გავიყვანდიო...ამათგან ხეირს არაფერს არ უნდა ველოდოთ...
პეტროსი
03 იანვარი 2021 23:10
0
დამნიშნეთ მწვრთნელად და გავიყვან ნაკრებს მსოფლიოზე, ოღონდ მუშაობა მადროვონ და შემადგენლობის შერჩევაში ნუ ჩამერევიან. მივლინებები დამიფინანსონ და ასე შემდეგ.
ლ.მ
22 დეკემბერი 2020 22:36
0
კლოპი კი არა, ქრისტე ღმერთიც ვერ გაიყვანს ჯგუფიდან, თუ ფეხბურთელები არ შეიცვალნენ, მარა ამ მოძუნძულეებს, ვინ შეცვლის? სხვა არავინ გვყავს, რომ თუნდაც სირბილი იცოდნენ.... ჰმ, კლოპი და ბუტრაგენიო მომინდომეს, გადაყრიან მილიონებს და მერე იტყვიან, აბა რა ვქნათ, როცა მუდმივად არ გვიმართლებსო....
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
21 დეკემბერი 2020 17:13
13
მართალია კლოპი მოხუცი არაა მაგრამ არც ისე ახალგაზრდაა თქვენს მაგივრად ითამაშოს.
w
21 დეკემბერი 2020 15:47
6
ვეთანხმები! შანსი ყოველთვის არსებობს და ძალიან მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს - მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ თუ რაღაც შედეგის მიღება მაინც გვინდა სამწვრთნელო შტაბი საჭიროა ეცადოს მაინც იმ 4 ძირითადი პრობლემის მოგვარებას, რომელიც თამაშის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს:

1) ყველაზე დიდი პრობლემა თამაშის შემდგომი აღდგენაა. სამწვრთნელო შტაბს სჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელი, რომელიც ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს ამას ადგილზევე ასწავლის;

2) ჩვენი ფეხბურთელები დაბალ ტემპში კარგად თამაშობენ, მაგრამ მაღალ ტემპს ვერ უძლებენ. ამის სწავლებაც ადგილზევე იქნება საჭირო, რადგან კლუბიდან ჩამოსული ფიზიკურად კარგად მომზადებული ქართველი ფეხბურთელი თითქმის არ არსებობს. შესაძლოა პურველი და მეორე პრობლემის მოგვარება ერთმა მწვრთნელმა შესძლოს... წინააღმდეგ შემთხვევაში 2 მწვრთნელის დამატება გახდება საჭირო;

3) ამის შემდეგ იწყება იმ შედეგისათვის მუშაობა, რასაც გულშემატკივარი წლებია ელოდება და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფეხბურთის მენტალური მომზადების მწვრთნელის მოძიება არის აუცილებელი;

4) ბოლო ეტაპი იქნება სამწრთნელო შტაბში ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მომზადების მწვრთნელის ჩართვა.

25 მარტამდე ოთხივე პრობლემის მოგვარება არის შესაძლებელი თუ შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელებს დაამატებენ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში.

რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს - ვფიქრობ ახალგაზრდა, ქართველი და ძალიან ამბიციური უნდა იყოს, რომელსაც სიახლეების მოსინჯვის არ შეეშინდება და შედეგის დანახვის შემთხვევაში ნაკრებში დანერგავს!
გუჯა კახაძე
21 დეკემბერი 2020 15:40
6
რა ცოტა კლებიათ :) მაღალ ტემპში რომ ცუდად თამაშობენ, ეგაა უკლასობა და მაგას ნაკრების მწვრთნელი ვერ უშველის.
1234
22 დეკემბერი 2020 01:08
2
ა, დაიწყეს კიდე ბაქიბუქობა. მერე ჩაახედებენ სარკეში, გააკრიტიკებ და მოსდით გული. ვის უნდა აჯობო, ესპანეთს, შვედეთს? რანაირად გადიხარ მაგ ჯგუფიდან? ეგ კი არა, საბერძნეთი/კოსოვოდან, ერთს თუ ვაჯობეთ, არ იქნება ცუდი შედეგი. ეგაა რეალობა! ან მაგ გადაცემაში, ჟურნალისტი გიზის, თუ ბუტაფორია?! იმან მაინც გითხრას რამე.
1234
21 დეკემბერი 2020 15:32
4

სიახლეები პოპულარული