"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი საქართველოს ნაკრებისა და "ანკარაგიუჯიუს" შემტევი საბა ლობჟანიძე გახლდათ.
26 წლის ფეხბურთელმა სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.
"ყოველთვის მინდოდა, რომ პრემიერლიგაში Boxing Day-ზე მეთამაშა. მართალია, თურქეთის სუპერლიგაში ვარ, მაგრამ ეს გადატვირთული კალენდარი ძალიან მომწონს.
მაისამდე თამაშები გვაქვს და მირჩევნია, რომ სულ თამაშები გვქონდეს, ვიდრე სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი და ა.შ.
ძალიან კარგ ფორმაში ვარ. მიხარია, რომ ბოლო თამაშებში თავი გამოვიჩინე და იმედი მაქვს, ასე განვაგრძობ.
მუნდიალის შესარჩევის კალენდარი ვნახე. რა თქმა უნდა, საუბარი ადვილია, მაგრამ რატომ არ შეიძლება,
რომ ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლოთ?!
ძალიან რთული იქნება, თუმცა, თუ რამის მიღწევა გსურს, შვედეთს, საბერძნეთს და კოსოვოდან ერთ-ერთს რომ აჯობო, შეუძლებელი სულაც არაა.
არ მიფიქრია, თუ ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელი. ერთადერთი, ალბათ, ვისაც ვისურვებდი, იურგენ კლოპია...
ახლა თურქეთის სუპერლიგის რამდენიმე უფრო ძლიერი გუნდიდან ჩემ მიმართ დაინტერესება არის, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - თქვა ლობჟანიძემ.
1) ყველაზე დიდი პრობლემა თამაშის შემდგომი აღდგენაა. სამწვრთნელო შტაბს სჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელი, რომელიც ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს ამას ადგილზევე ასწავლის;
2) ჩვენი ფეხბურთელები დაბალ ტემპში კარგად თამაშობენ, მაგრამ მაღალ ტემპს ვერ უძლებენ. ამის სწავლებაც ადგილზევე იქნება საჭირო, რადგან კლუბიდან ჩამოსული ფიზიკურად კარგად მომზადებული ქართველი ფეხბურთელი თითქმის არ არსებობს. შესაძლოა პურველი და მეორე პრობლემის მოგვარება ერთმა მწვრთნელმა შესძლოს... წინააღმდეგ შემთხვევაში 2 მწვრთნელის დამატება გახდება საჭირო;
3) ამის შემდეგ იწყება იმ შედეგისათვის მუშაობა, რასაც გულშემატკივარი წლებია ელოდება და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფეხბურთის მენტალური მომზადების მწვრთნელის მოძიება არის აუცილებელი;
4) ბოლო ეტაპი იქნება სამწრთნელო შტაბში ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მომზადების მწვრთნელის ჩართვა.
25 მარტამდე ოთხივე პრობლემის მოგვარება არის შესაძლებელი თუ შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელებს დაამატებენ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს - ვფიქრობ ახალგაზრდა, ქართველი და ძალიან ამბიციური უნდა იყოს, რომელსაც სიახლეების მოსინჯვის არ შეეშინდება და შედეგის დანახვის შემთხვევაში ნაკრებში დანერგავს!