სპორტულმა პორტალმა sovsport-მა გამოაქვეყნა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო 9 ფეხბურთელი, რომლებიც სეზონის პირველი ნაწილის მიხედვით დაწინაურებას იმსახურებენ და მათ შორის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც გახლავთ.
თუ ცსკა-ს ფეხბურთელ ვლაშიჩისთვის, "როსტოვის" მოთამაშე ნორმანისა და "ზენიტის" მცველ სანტოსისთვის ავტორს ევროპა ემეტება, ხვიჩას რუსეთიდან წასვლა აშკარად არ სურს და "ზენიტს" დაუკავშირა.
აი, რას წერს გამოცემა კვარაცხელიას შესახებ:
"მას წარდგენა არ სჭირდება. ქართველ გარემარბზე უკვე საკმარისად ბევრი მოისმინეთ ჯერ კიდევ "ლოკომოტივში" ყოფნის დროს. "რკინიგზელთა" სპორტული დირექტორის მოადგილის, ლოსიუკის სიტყვები - "ასე ხდება" - ქართველის კვალიფიკაციას
საუკეთესოდ აღწერს.
ხვიჩა ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი და ერთ-ერთი ნათელი წერტილია. რაც მას ჯერ აკლია, ეს შეტევის გაგრძელების ფაზაა, რისი მტკიცებულებაც მხოლოდ 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გახლავთ (ავტორს 3 მოპოვებული პენალტი ავიწყდება და ყველა თამაშში შექმნილი საგოლე შანსები), თუმცა ასაკსა და უფრო მაღალი კლასის თანაგუნდელებთან ერთად უნდა მოუმატოს.
კვარაცხელიათი სხვადასხვა ქვეყნის კლუბები ინტერესდებიან, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ რუსეთიდან წასვლა მისთვის ჯერ ადრეა. აი, "ზენიტს" კი, რომელმაც მარცხენა ნახევარმცველის პოვნა ვერა და ვერ მოახერხა, იდეალურად შეეწყობოდა."