sovsport კვარაცხელიაზე: "ზენიტს" იდეალურად შეეწყობოდა

AutoSharing Option
სპორტულმა პორტალმა sovsport-მა გამოაქვეყნა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო 9  ფეხბურთელი, რომლებიც სეზონის პირველი ნაწილის მიხედვით დაწინაურებას იმსახურებენ და მათ შორის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც გახლავთ.

თუ ცსკა-ს ფეხბურთელ ვლაშიჩისთვის, "როსტოვის" მოთამაშე ნორმანისა და "ზენიტის" მცველ სანტოსისთვის ავტორს ევროპა ემეტება, ხვიჩას რუსეთიდან წასვლა აშკარად არ სურს და "ზენიტს" დაუკავშირა.

აი, რას წერს გამოცემა კვარაცხელიას შესახებ:

"მას წარდგენა არ სჭირდება. ქართველ გარემარბზე უკვე საკმარისად ბევრი მოისმინეთ ჯერ კიდევ "ლოკომოტივში" ყოფნის დროს. "რკინიგზელთა" სპორტული დირექტორის მოადგილის, ლოსიუკის სიტყვები - "ასე ხდება" - ქართველის კვალიფიკაციას
საუკეთესოდ აღწერს.

ხვიჩა ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი და ერთ-ერთი ნათელი წერტილია. რაც მას ჯერ აკლია, ეს შეტევის გაგრძელების ფაზაა, რისი მტკიცებულებაც მხოლოდ 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გახლავთ (ავტორს 3 მოპოვებული პენალტი ავიწყდება და ყველა თამაშში შექმნილი საგოლე შანსები), თუმცა ასაკსა და უფრო მაღალი კლასის თანაგუნდელებთან ერთად უნდა მოუმატოს.

კვარაცხელიათი სხვადასხვა ქვეყნის კლუბები ინტერესდებიან, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ რუსეთიდან წასვლა მისთვის ჯერ ადრეა. აი, "ზენიტს" კი, რომელმაც მარცხენა ნახევარმცველის პოვნა ვერა და ვერ მოახერხა, იდეალურად შეეწყობოდა."

მკითხველის კომენტარები / 9 /
არა რა,რაც მართალია მართალია--სლუცკი კარგი მწვრთნელია,არᲤრისგან გუნდი გააკეთა.ყველამ საგრძნობლად მოუმატა.მე ვფიქრობ ზურიკო ხვიჩას შემცვლელად ეგულება.ხვიჩა ალბათ წავა ევროპაში ზაფხულში და ზურიკოც დაბრუნდება.თან ეტყობა ევროპაში რომ აქვს ნამუშევარი.მანამდეც არ იყო ურიგო მწვრთნელი
კახა ქ.
24 დეკემბერი 2020 16:50
0
Miranchuks adareben da loko miranchukis gareshec gundia-rubini kide xvichas gareshe rusetis meore ligis done iqneba.. Shedegi rogor eqneba?balkanel traileris mdzgolebtan da koreel sushis gamyidveltan ertad utevs.. Me mainc mgonia ro ver uwyobdnen tavidan,bolos sluckim moxoda despoti bakaevi makarovi da koreeli kargad,momaval sezonshi rubini dzala iqneba,zurikos gauchirdeba sastavshi moxvedra,itamashebs,ogond sul ara-bakaevma da makarovma bolos magra moumates
Levani
24 დეკემბერი 2020 03:38
0
რა უნდათ ამ ჭაობში
რამაზი
24 დეკემბერი 2020 02:15
0
სჯობს სადაც არ5ის ჯერ იქ იყოს, სლუცკი კარგი მწვრთნელია და უფრთხილდება ხვიჩა ჯერ მოზარდია და დიდი დატვირტვები არ ღირს, ევროპაში ეხლა რომ წავიდეს არ დაზოგავენ,ჩაკვეტაძეა ამის მაგალითი
ალეკო
23 დეკემბერი 2020 20:37
1
ტოპ ლიგაში უნდა ითამაშოს, თუნდაც საშუალო დონის კლუბში, მთავარია ძირითადში იყოს სტაბილურად.. რად უნდა გრანდი თუ დაიკარგა და ქვედა ლიგაში გაანათხოვრა.. თუ მოინდომებს შემდეგ გრანდიც იქნება, ყველაფერი წინ აქვს... წარმატებები ხვიჩას!-ბევრი იშრომე გთხოვთ არ მოეშვა არასდროს! შენი იმედი გვაქვს!!
ბათუმი
23 დეკემბერი 2020 18:13
1
ზენიტი რა საკადრისია მილანი ან ბაიერნი..ყველაზე ცუდ შემთხვევაში ბარსელონა, ორი გოლის გატანა და სამი საგოლე პასის გაკეთება ცოტა არ არის,ასეთი შედეგი იშვიათია
largo
23 დეკემბერი 2020 16:09
19
რა გინდა ?
ლშა
23 დეკემბერი 2020 19:40
0
tu ar mogwons gaiare ubralod vin gakavebs ... fifias usmine fifiass
Boghmians
23 დეკემბერი 2020 16:57
2
თქვენი ზენიტი ერთ ადგილას ...
grisha
23 დეკემბერი 2020 15:56
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული